ახალი ამბები

კალაძე: სააკაშვილი და სარიუჟ-ვოლსკი, ალბათ, საშობაო არდადეგებს ერთად გაატარებენ

17 დეკემბერი, 2014 • 1184
კალაძე: სააკაშვილი და სარიუჟ-ვოლსკი, ალბათ, საშობაო არდადეგებს ერთად გაატარებენ

“სახალხო პარტიის წევრი სარიუჟ-ვოლსკი მიხეილ სააკაშვილის ახლო მეგობარია და ალბათ საშობაო არდადეგებს ერთად გაატარებენ”, – განაცხადა კალაძემ. მისივე თქმით, ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების სხდომაზე ასევე მიწვეულია დავით უსუფაშვილი, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ღონისძიებას ვერ დაესწრება.


“საქართველოს მთავრობიდან იქნება სხვა წარმომადგენელი,”– განაცხადა კალაძემ


“ჩვენ მოვიწვიეთ საქართველოში ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რადაგან სწორედ მისი რეფორმების და პოლიტიკური გუნდის დამსახურებაა, რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რატიფიცირება მოვახდინოთ,”– განაცხადა იაცეკ სარიუჟ ვოლსკიმ ტელეკომოანია “რუსთავი 2″–ის ეთერში.


საქართველოს ევროკავშრითან ასოცირების შეთანხმებას ხელი 2014 წლის 27 ივნისს მოაწერა. საქართველოს პარლამენტმა ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება 18 ივლისს მოახდინა. ხვალ, 18 დეკემბერს ევროპარლამენტი ასოცირების ხელშეკრულებას უყრის კენჭს.

 

კახა კალაძე
კახა კალაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი