ახალი ამბები

სათხილამურო საშვები 0%-იანი განვადებით თიბისი ბანკისგან

15 დეკემბერი, 2014 • • 2038
სათხილამურო საშვები 0%-იანი განვადებით თიბისი ბანკისგან

ამის შესახებ ხელშეკრულება თიბისი ბანკსა და მთის კურორტების განვითარების კომპანიას შორის გაფორმდა. ხელშეკრულება მთის სპორტის განვითარების ხელშეწყობასა და ამ სპორტის მოყვარულთათვის ხელსაყრელი პირობების შეთავაზებას ითვალისწინებს.   

 

თიბისი ბანკის მომხმარებელს შეუძლია განვადებით შეიძინოს, როგორც გუდაურის, ისე ბაკურიანის, კერძოდ კი, დიდველის მთის სეზონური აბონიმენტები, რაც უნიკალური შესაძლებლობაა მათთვის, ვინც ზამთრის სპორტითაა გატაცებული და სურს ისარგებლოს ხელსაყრელი და ხელმისაწვდომი შეთავაზებით.

 

განვადების მისაღებად მომხმარებელს შეუძლია ადგილზე, თიბისი ბანკის გუდაურის სერვისაც ცენტრს მიაკითხოს. განვადების ვადა მაქსიმუმ 6 თვეა.

 

იჩქარეთ, ისარგებლეთ თიბისი ბანკის 0%-იანი განვადებით და შეიძინეთ სათხილამურო აბონიმენტები ყველაზე ხელსაყრელ ფასად.  

მასალების გადაბეჭდვის წესი