ახალი ამბები

ანონსი: 15 დეკემბერი

15 დეკემბერი, 2014 • • 1051
ანონსი: 15 დეკემბერი

10:30 საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ელისო ჩაფიძე საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. უშანგი ჩხეიძის 23.

 

11:00 თბილისის საკრებულოს წარმომადგენელი „დემოკრატიული მოძრაობისდან“ შალვა ოგბაიძე „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: ტრანსპორტის სამსახურის სამოქმედო გეგმა ტრანპორტის მოძრაობის და საცობების განტვირთვის კუთხით. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23

11:00 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, “საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის” ფარგლებში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე აპარატის საქმიანობის ორი წლის ანგარიშისა და მომავალი წლის პრიორიტეტების შესახებ პრეზენტაციას გამართავს.

 

11:00 საათზე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები ბრიფინგს

თემა: 2015 წლის ბიუჯეტი  და სოციალური უზრუნველყოფის საკითხები.

მის: თავისუფლების#2

 

11:30 “რეპორტიორის” პრესკლუბში “ახალი მემარჯვენეების” პოლიტიკური მდივანი მამუკა კაციტაძე ბრიფინგს გამართავს.

12:00 “რეპორტიორის” პრესკლუბში საქართველოს პარლამენტის წევრი ანი მიროტაძე ბრიფინგს გამართავს.

12:00 სახალხო დამცველი პრევენციის ეროვნული მექანიზმის საკონსულტაციო საბჭოს შექმნის შესახებ განცხადებას გააკეთებს და საბჭოს წევრებს წარადგენს

მისამართი: ნ.რამიშვილის 6

 

12:00 ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა

დღის წესრიგი:

თბილისი, ილია  ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი

12:00 “პირველ პრესკლუბში” საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ.

12:00 პრაიმტაიმის პრესკლუბში საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მაია ფან ჯიკიძე პრესკონფერენციას გამართავს

თემა: საყდრისის საბადო, ნატოში ელჩთან დაკავშირებული ცვლილებები

 

12:00  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი გამართავს ბრიფინგს წინასაახალწლოდ გახშირებული ნაძვის ჭრის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის „ნუ მოჭრი ნაძვს“ შესახებ.

ადგილი: გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

 

12;30 პრაიმტაიმის პრესკლუბში ვეტერანები დავით გულუა და ჯანრი უბირია ვეტერანების მხრიდან ცრუ განცხადების გავრცელებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას გააკეთებენ.

 

13:00 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში ნაციონალური მოძრაობის საკრებულოს წარმომადგენელი სევდია უგრეხელიძე მერიაში არსებულ ვითარებასთან და ბიუჯეტთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.

 

13:00 “რეპორტიორის” პრესკლუბში პარლამენტარი გიორგი ჟორჟოლიანი ბრიფინგს გამართავს.

 

14:00 სასტუმროში “თბილისი მარიოტი” კონფერენცია “2015- 2017 წლის საქართველოს რეგიონული განვითარების პროგრამა – სამომავლო პერსპექტივები” გაიმართება, რომელსაც მინისტრი დავით შავლიაშვილი გახსნის.

 

15:00 პარლამენტის ბიუროს სხდომა

თბილისი, ბიუროს სხდომათა დარბაზი

 

15.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებლის, გამოჩენილი ფილოსოფოსის, აკადემიკოს შალვა ნუცუბიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნის “Georgian Christian and Its Cultural Context” და საერთაშორისო ჟურნალის “ფილოსოფიურ-თეოლოგიური მიმომხილველის” №3 პრეზენტაცია გაიმართება.

მის: ი. ჭავჭავაძის გამზ. #1, თსუ-ის პირველი კორპუსი, 107-ე (ივ. ჯავახიშვილის სახელობის) აუდიტორია

 

15:00 არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკები” ბათუმში, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდება.

მის: ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქ. #62-64, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი

 

18.00 ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის ინსტიტუტის საკითხთა სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართება.

თბილისი, პარლამენტი, რესპუბლიკის სახ. დარბაზი

15 ნოემბერი
15 ნოემბერი

მასალების გადაბეჭდვის წესი