ახალი ამბები

ინგა პავლოვა ბიძინა ივანიშვილს სასამართლოში უჩივის

15 დეკემბერი, 2014 • • 1725
ინგა პავლოვა ბიძინა ივანიშვილს სასამართლოში უჩივის

ინგა პავლოვა ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილთან 1991 წლის ნოემბერში პარიზში იქორწინა და 1994 წელს დაშორდა, რის შემდეგაც მას კომპენსაციაც კი არ მიუღია:

 

“ხედავთ, როგორი გენიალური ყოფილი ქმარი მყავს – რუსეთში გაურკვეველი რაღაც ფანტასტიკური მეთოდებით მოახერხა 5 მილიარდზე მეტის შოვნა; გამშორდა მე ისე, რომ არაფერი გადამიხადა;”

 

ინგა პავლოვა აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილთან მას პირადი პრეტენზიები აქვს, რადგან ყოფილი ქმარი მის პირად დოკუმენტაციას ნებართვის გარეშე იყენებდა:

 

“ჩემი პირადი პრეტენზიები მაქვს მასთან. 2013 წელს დამოუკიდებელმა ჟურნალისტმა ვლადიმერ ივანიძემ ჩემი დოკუმენტები გადმომცა რუსეთის ფედერალური საგადასახადო სამსახურიდან. დოკუმენტების თანახმად, მე ვმუშაობდი ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ 2 ბანკში: “იმპექს ბანკში” და “რუსეთის განვითარების ბანსში”. ასევე ჩემი და მისი მდივნის, სტანისლავ პოლიაკოვის სახელზე გახსნილი იყო კომპანია “ფაქტორიალი”. ეს დოკუმენტები აჩვენებს, რომ ეს ყველაფერი 1994-დან 2006 წლამდე ხდებოდა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი განქორწინების შემდეგ, 11 წლის განმავლობაში ის იყენებდა ჩემს დოკუმენტებს. ამ ინფორმაციამ შოკში ჩამაგდო, რადგან ცხოვრებაში არც ერთ ბანკში არ მიმუშავია და არანაირი კომპანია არ გამიხსნია. ამის შესახებ განვაცხადე ფინანსურ პოლიციაში. საქმე გადასცეს კრიმინალურ პოლიციას. მოგვიანებით მოვიდა პასუხი, რომ დანაშაული არის, მაგრამ საქმეს არ აღვძრავთ, რადგან ეს დიდი ხნის წინ მოხდა”.

 

პავლოვა ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომ მისთვის ეს პასუხი მიუღებელია და სასამართლოში იჩივლებს. პავლოვა ბიძინა ივანიშვილის მდივანს, სტანისლავ პოლიაკოვსაც უჩივის მისი სახელით უკანონოდ გამოყენებისთვის და აცხადებს, რომ ბოლომდე იბრძოლებ,ს ვიდრე კომპენსაციას არ გადაუხდიან.

ინგა პავლოვა
ინგა პავლოვა

მასალების გადაბეჭდვის წესი