ახალი ამბები

მაჭავარიანი: ეს არის ბიუჯეტი, რომელიც მოხმარდება ბიუროკრატიას

12 დეკემბერი, 2014 • • 967
მაჭავარიანი: ეს არის ბიუჯეტი, რომელიც მოხმარდება ბიუროკრატიას

“რატომ არ ვუჭერთ ბიუჯეტს მხარს? ეს არ არის ბიუჯეტი, რომელიც ინვესტიციებს მოიზიდავს. ეს არ არის ბიუჯეტი, რომელიც სამუშაო ადგილებს გაზრდის. დღეს ჯანდაცვის ბიუჯეტი 2,8 მლრდ ლარია. ხუთი წლის წინ საქართველოს ამის საშუალება არ ჰქონდა”-განაცხადა მაჭავარიანმა.  


პარლამენტარმა 2014 წლის ბიუჯეტი შესრულების და დაგეგმვის პროცესი გააკრიტიკა: “2014 წლის ბიუჯეტი, ეს არის ბიუჯეტი, რომელიც 500 მილიონი გარღვევით დაამახსოვრდება ქართველ ხალხს. დაამახსოვრდება მოსახლეობას შეუსრულებელი ხარჯებით. 12 თვეში ბიუჯეტის 20% -ია ასათვისებელი. რომელიც, საბოლოო ჯამში, მოხმარდება კეთილდღეობას და ბიუროკრატიას.  ეს არ მოიტანს ეფექტს. თქვენ არ დებთ ინვესტიციას იმისთვის, რომ ქვეყანა განვითარდეს”.  

 

 

მაჭავარიანის განცხადებით, ბიუჯეტი არის ქვეყნის მთავარი დოკუმენტი და მნიშვნელოვანია სწორად შევაფასოთ გამოწვევები და პრიორიტეტები, რომ ქვეყანა მდგომარეობიდან გამოვიდეს:

 

“1 მილარდი ლარი 14 დღეში უნდა ამოიღოს მთავრობამ. ამოიღებს- ვაია, არ ამოიღებს- ვუია. 9 მილიარდიდან 1 მილიარდია ამოსაღები, 550 მლნ ლარია ფულის მასა. ეს ფული რომ ამოიღოს, ვერ დახარჯავს. ხადურმა ძალიან კარგად იცის ყველაფერი, თუ დახარჯავს ამ ფულს, ისეთ დღეში ჩავარდება, რა დღეშიც ჩავარდა ლარი.”  

 

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ხელისუფლება პენსიების საკითხში გააკრიტიკა: “რაც შეეხება აქციზის ზრდას, ეს შეიძლება დავაბრალოთ ევროპას, შეიძლება ეს დავაბრალოთ ჯანმრთელობას, მაგრამ თუ აქციზს ვზრდით და  120 მლნ ლარს ელოდებით, რთული იყო, რომ 50 მილიონი აგეღოთ და პენსიის ზრდა 2015 წლის 1 იანვრიდან დაწყებულიყო? ” 

 

მაჭავარიანმა ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა: “პროექტების არსი ის იყო, რომ მეტი ხალხი დასაქმებულიყო. თქვენ მიიღეთ კანონები, რომლებიც ქვეყანაში არც ინვესტორს და არც ინვესტიციებს არ გაზრდის. ჩვენ ვსაუბრობდით ჩინურ ინვეტიციაზე. უკაცრავად, ეს ის ინვესტიცია ხომ არ არის, საარჩევნოდ რომ დადიოდით და ამბობდით, ჩინელები ჩამჰოყავს სააკაშვილსო.”

 

საქართველოს პარლამენტი 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს მესამე მოსმენით განიხილავს.    

 

მასალების გადაბეჭდვის წესი