ეკონომიკა

ზაუტაშვილი: “აირზენასთვის” ფრენები მოსკოვის მიმართულებით სტრატეგიულია

10 დეკემბერი, 2014 • • 1571
ზაუტაშვილი: “აირზენასთვის” ფრენები მოსკოვის მიმართულებით სტრატეგიულია

იასე ზაუტაშვილმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ იმ მოთხოვნებიდან, რაც საგაფიცვო კომიტეტმა წარუდგინა ავიაციის სააგენტოს, პირველი მოთხოვნა დაკმაყოფილდა: ” შეუზღუდავი სიხშირეები, რომელიც ჰქონდა რუსეთის მხარეს, სააგენტო დაგვთანხმდა, რომ ჩაესვა გარკვეულ ჩარჩოებში და მიეცა პარიტეტის ფორმა, რასაც ითვალისწინებს ხელშეკრულება. სააგენტომ გაგზავნა მოთხოვნა, რომ ქართული მხარე მხოლოდ თანახმაა ფრენებზე სიხშირით 10/10 -ზე. ჩვენ მივაღიწეთ ამ შედეგს, რომ ეს შეტყობინება საქართველოს ავიაციის სააგენტოს რუსეთის ავიაციის სამსახურში გავაგზავნინეთ. დავამტკიცებინეთ ის, რომ 10/10-ზე სიხშირის გამოყენებაზე მეტი მოთხოვნა ქართულ მხარეს მოსკოვის მიმართულებაზე არ გააჩნია.” 

 

ზაუტაშვილის განცახდებით, პეტიციაში არის სხვა მოთხოვნებიც რომელიც ეხება ავიაციის პოლიტიკის თემას და ამ პოლიტიკას განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო: “ამიტომ აქციები და გაფიცვა გრძელდება. კომპანია არ ანახლებს ფრენებს რუსეთის მიმართულებით მანამდე, სანამ რუსეთთან მოლაპარაკება არ გამოიტანს იმ შედეგს, რაც მისაღებია ქართული მხარისთვის. ჩვენ უნდა ვიყოთ თანაბარ სიტუაციაში და არც ერთ კომპანიას არ უნდა მივცეთ უფლება, რომ ბაზარზე შემოვიდეს შეუზღუდავი რეჟიმით. დარგი გამოეყოს ეკონომიკის სამინისტროს და ცალკე უწყებად ჩამოყალიბდეს. რადგან ჩვენ, ქართული ავიაკომპანიები ბაზრის წილს ვკარგავთ და გვისუსტდება პოზიციები. ეს ყველაფერი გამოიწვევს სავალალო შედეგს.”

 

ზაუტაშვილის განცხადებით, “აირზენა” მხოლოდ რუსეთის (მოსკოვის) მიმართულებაზეა გაფიცული:

 

“მოსკოვის მიმართულებით დღეს დაფრინავს ავიაკომპანია “სიბირი”  და “აეროფლოტი”. რიგში დგას ლიცენზიის მისაღებად 11 კომპანია. რეისზე თბილისი-მოსკოვი დღეში დაფრინავს 200 კაცი. ამ რეისზე იფრინოს 13-მა კომპანიამ, ამის საჭიროება არ არის.“აირზენასთვის” ფრენებს მოსკოვის მიმრთულებით სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ამ მიმართულებით ბევრი წელია დავფრინავთ, ბევრი ინვესტიცია განვახორციელეთ და ბევრი ტურისტიც ჩემოვიყვანეთ. აქ ვიღებდით იმ შემოსავალს და და ვახორციელებდით იმ ხარჯებს, რაც ევროპის მიმართულებას სჭირდება”- აცხადებს ზაუტაშვილი. 


“აირზენაში” მუშაობს 350 თანამშრომელი.  მეორე კომპანია, რომელიც აირზენას ემსახურება საწვავით, დასაქემბულია 150 კაცი. კომპანია დაფრინავს ევროპის მიმართულებით: ვენა, ამსტერდამი, პარიზი, ფრანკფურტი და ამის გარდა ახორციელებს რეისებს თელავივში.


რუსულმა ავიაკომპანიამ „აეროფლოტმა“ 27 ოქტომბერს ექვსწლიანი პაუზის შემდეგ მოსკოვსა და თბილისს შორის რეგულარული ფრენები აღადგინა.

 

„აეროფლოტი“ შერემეტიევოს აეროპორტიდან ყოველდღე  ახორციელებს ფრენებს Airbus A320–ით.

 

რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები 2006 წლის ოქტომბერში შეწყვიტა, რასაც წინ უძღვოდა ორ ქვეყანას შორის  ჯაშუშებთან დაკავშირებული სკანდალი. ფრენები 2008 წლის მარტის ბოლოს აღდგა, თუმცა მალევე ისევ შეწყდა რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ. 2010 წლის ზაფხულიდან „საქართველოს ავიახაზებმა“ და რუსულმა “სიბირმა” ფრენების განხორციელება დაიწყეს, რასაც ფორმალურად „ჩარტერული“ ფრენები ეწოდებოდა, თუმცა ფაქტიურად რეგულარულ საფუძველზე ხორციელდებოდა.

 

რეგულარული რეისების აღდგენის საკითხი მოლაპარაკებათა იმ ორმხრივ ფორმატში განიხილებოდა, რომელიც 2012 წლის დეკემბრიდან წარმოებს საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძეს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს შორის.

 


აირზენა
აირზენა

მასალების გადაბეჭდვის წესი