ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

დაპატიმრებული ჟურნალისტის ხადიჯა ისმაილოვას მხარდასაჭერად თბილისში აქცია იმართება

10 დეკემბერი, 2014 • • 1016
დაპატიმრებული ჟურნალისტის ხადიჯა ისმაილოვას მხარდასაჭერად თბილისში აქცია იმართება

ცნობილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილოვა, რომელმაც არაერთი საგამოძიებო სტატია გამოაქვეყნა ელიტური კორუფციისა და პრეზიდენტ ალიევის ოჯახის წევრების ბიზნესზე, დააკავეს და ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

 

ჯადიჯა ისმაილოვას მხარდამჭერი აქცია თბილისში, აზერბაიჯანის საელჩოსთან  10.12.2014
ჯადიჯა ისმაილოვას მხარდამჭერი აქცია თბილისში, აზერბაიჯანის საელჩოსთან 10.12.2014

ისმაილოვა ბაქოს საბაილის რაიონულ სასამართლოში 5 დეკემბერს გამოიძახეს საქმეზე, რომელშიც სხვა ჟურნალისტი მას თვითმკვლელობამდე მიყვანის მცდელობაში ადანაშაულებს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, “რადიო თავისუფლების” აზერბაიჯანის სამსახურის რეპორტიორ ხადიჯა ისმაილოვას წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა. ბრალის დადასტურების შემთხვევაში კი, მას 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.


მასალების გადაბეჭდვის წესი