ახალი ამბები

მერია ადასტურებს, რომ პროკურატურა თბილისობის საკითხს სწავლობს

10 დეკემბერი, 2014 • • 917
მერია ადასტურებს, რომ პროკურატურა თბილისობის საკითხს სწავლობს

“საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ აღნიშნულ საკითხზე მთავარ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება ხსენებული შესყიდვების კანონიერების დასადგენად და გამოძიების პროცესში თბილისის მერია აქტიურად არის ჩართული. ვინაიდან საზოგადოებაში გაჩნდა კითხვები “თბილისობის” დღესასწაულთან დაკავშირებით განხორციელებულ შესყიდვებზე, თბილისის მერია გამოძიებას მიაწოდებს სრულ დოკუმენტაციას, რისი მოგროვების პროცესიც მიმდინარეობს და აპირებს მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას გამოძიებასთან სიმართლის დასადგენად”, – ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.


ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ინფორმაციით, პროკურატურა თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით მერიის, კერძოდ, სამგორის რაიონის გამგეობების ფინანსური დოკუმენტაციით დაინტერესდა. საუბარია დღესასწაულის ხარჯთაღრიცხვაზე. ტელეკომპანია სამგორის რაიონის გამგებლის, მამუკა ჩოქურის კომენტარს ავრცელებს, რომელიც ადასტურებს, რომ მას პროკურატურიდან ნამდვილად დაუკავშირდნენ და ზემოხსენებული დოკუმენტაციის გადაგზავნა სთხოვეს, რაც უკვე გააკეთა.

 

ზემოხსენებულ საკითხზე რეპორტაჟი ონლაინ-ტელეკომპანია ფრეშნიუსმა მოამზადა, რომლის მიხედვითაც მამუკა ჩოქურმა დღესასწაულის ფარგლებში მოსამზადებელ  ღონისძიებებზე ხელშეკრულება ტენდერების გარეშე გააფორმა ცოლის ახლობელთან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი