ახალი ამბები

ირაკლი ალასანიას თქმით, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს

9 დეკემბერი, 2014 • • 1175
ირაკლი ალასანიას თქმით, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს

მისი თქმით, გასულ კვირაში განხორციელებული სახელისუფლებო საკადრო ცვლილებების უკან ბიძინა ივანიშვილი დგას, ხოლო მოქმედი პრემიერი ფიქტიური მმართველია. ამას კი, ალასანიას აზრით, უკვე გრძნობენ ინვესტორები და საჯარო მოხელეები:


“[ივანიშვილმა] ჩრდილიდან არ უნდა მართოს. როდესაც ივანიშვილმა [პოლიტიკიდან წასვლის] გადაწყვეტილება მიიღო, კოალიციის დიდი უმრავლესობა წინააღმდეგი იყო, მაგრამ მან დაასაბუთა და თავისი მაინც გაიტანა. ჩვენ, მეც და სხვებმაც, მაშინვე ვთქვით, რომ პოლიტიკაში მისი სხვადასხვა ბერკეტით ჩარევა არავითარ შემთხვევაში არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ რადგან დღეს ასეთი ვითარებაა, სახელმწიფოსთვის უფრო ჯანსაღი იქნება, რომ ის ჩრდილიდნა გამოვიდეს, პასუხისმგებლობა აიღოს და ქვეყანა მართოს”, – განაცხადა ალასანიამ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი