ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთის მწარმოებლები ევრაზიული კავშირის ქვეყნების აქციზის ფასის გამო შიშობენ

9 დეკემბერი, 2014 • • 979
სომხეთის მწარმოებლები ევრაზიული კავშირის ქვეყნების აქციზის ფასის გამო შიშობენ

სომხეთის ბიზნესმენების აზრით, რომელთაც ანონიმურად დარჩენა ამჯობინეს, 2015 წელს რუსეთში ერთი საშუალო ღირებულების 1-ლიტრიანი ლუდის აქციზი 18 რუბლი ღირს [150 დრამი] მაშინ, როდესაც სომხეთში 105 დრამს არ აღემატება. შესაბამისად, სომხეთში გაყიდული რუსული პროდუქციის მწარმოებლებს შეუძლიათ ნაკლები გადასახადი გადაიხადონ, ვიდრე რუსეთში. გარდა ამისა, სომხეთში მცხოვრები ბიზნესმენები აცხადებენ, რომ რუსი მწარმოებლები სომხურ ბაზარზე უკეთეს პირობებში აღმოჩნდებიან, ვიდრე ადგილობრივები.


სომხეთის პარლამენტის მიერ უკვე რატიფიცირებულია ქვეყნის ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანების შესახებ შეთანხმება.


კავშირი 2010 წლიდან ფუნქციონირებს. საბაჟო კავშირის მიზანია, მოკავშირე ქვეყნებთან ეკონომიკური ურთიერთობები გამარტივდეს და  საბაჟო განაკვეთებისაგან გათავისუფლდეს. 2012 წლის 1 იანვრიდან ევრაზიის საბაჟო კავშირის ეგიდით ამოქმედდა ერთიანი ეკონომიკური სივრცე, რომელიც კავშირის წევრ ქვეყნებზე ვრცელდება.


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   
   


მასალების გადაბეჭდვის წესი