ახალი ამბები

შსს-ს გენინსპექციის უფროსად იოსებ გოგაშვილი დაინიშნა

9 დეკემბერი, 2014 • • 4704
შსს-ს გენინსპექციის უფროსად იოსებ გოგაშვილი დაინიშნა

გოგაშვილი დაიბადა 1972 წლის 16 მაისს კახეთში, დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო მაჩხაანში. მას თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს შევსებული აქვს 2014 წლის 10 აპრილს და თანამდებობის გრაფაში მითითებული აქვს – გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) ოპერატიული უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის მოადგილე (ყოფილი). სწორედ იმავე პერიოდში დატოვა გენერალური ინსპექციის უფროსის თანამდებობა ზვიად ჯანყარაშვილმა, რომელიც არის ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის მამიდაშვილი.

 

ჯანყარაშვილი ცოტა ხნის წინ დაინიშნა “ქართული ოცნების” აღმასრულებელ მდივნად, თუმცა რამდენიმე დღის წინ მან ეს პოსტიც დატოვა.

იოსებ გოგაშვილი
იოსებ გოგაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი