ეკონომიკა

„ნიკორამ“ „სანდეის“, „კი ბატონოსა“ და „ჰომმარტის“ სუპერმარკეტები იყიდა

9 დეკემბერი, 2014 • 2582
„ნიკორამ“ „სანდეის“, „კი ბატონოსა“ და „ჰომმარტის“  სუპერმარკეტები იყიდა

“ნიკორა”  ზუგდიდში არსებული “სანდეის“ შვიდი, ხოლო თბილისში „კი ბატონოს“ სამი და „ჰომმარტის“ ორი სუპერმარკეტის მფლობელი გახდა.

ამჟამად „ნიკორა“  მთელს საქართველოში 110 სუპერმარკეტს ფლობს. მათგან 70-მდე ობიექტს თბილისში, 40-მდე სუპერმარკეტს კი, რეგიონებში.

 

„ნიკორას“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით,  „კი ბატონოს“, „ჰომმარტისა“ და „სანდეის“ სუპერმარკეტებში უახლოეს მომავალში განხორციელდება ცვლილებები. “ობიექტები თანამედროვე სტანდარტებს მოერგება – გაფართოვდება არსებული პროდუქციის ასორტიმენტი და კიდევ უფრო დაიხვეწება მომსახურების ხარისხი”.

 

“ნიკორა” „კი ბატონოსა“ და „ჰომმარტის“ სრულ რებრენდინგს გეგმავს – თბილისში არსებული ხუთივე ობიექტის ადგილას „ნიკორას“ სუპერმარკეტი გაიხსნება.

 

რაც შეეხება ზუგდიდში მოქმედ „სანდეის“ 7 სავაჭრო ობიექტს, ამ შემთხვევაში შენარჩუნებული იქნება ბრენდის სახელი, სავაჭრო ნიშანი და ფორმატი.

 

„ნიკორას“ სუპერმარკეტების ქსელის აღმასრულებელი დირექტორი, თინათინ მაჭავარიანი  აცხადებს, რომ „ნიკორა“  სავაჭრო ქსელებში არ გეგმავს კადრების  რეორგანიზაციას.

“პერსონალი გაივლის სპეციალურ ტრეინინგებს, რის შედეგადაც მოხდება მათი ზუსტი პოზიციისა და სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრა”.

ნიკორა
ნიკორა

მასალების გადაბეჭდვის წესი