ახალი ამბები

დევნილთა სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს ბრალი წარუდგინეს

9 დეკემბერი, 2014 • • 1104
დევნილთა სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს ბრალი წარუდგინეს

მათ ბრალად სახელმწიფო ქონების მოტყუებით მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლება, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და სამსახურებრივი გულგრილობა ედებათ.

 

“დადგენილია, რომ შპს „NBG“-ს ხელმძღვანელები, ლტოლვილთათვის ორი ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის პროცესში,  მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ ლტოლვილთა სამინისტროს მიერ გამოყოფილი თანხის ნაწილს-  1 081 611 ლარს. გარდა ამისა, სამინისტროს ყოფილმა თანამშრომლებმა ბოროტად გამოიყენეს სამსახურებრივი უფლებამოსილება, არ შეამოწმეს სამშენებლო სამუშაოები და ყალბი აქტები დაადასტურეს ხელმოწერით. ამასთანავე, ლტოლვილთა სამინისტროს საფინანსო დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა გამოიჩინა სამსახურებრივი გულგრილობა და სამინისტროს სასარგებლოდ არ მოითხოვა ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტია – 211 200 ლარი, რითაც სამინისტროს მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი”,- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიება  სსკ-ის 180-ე, 332-ე, 342-ე და 362-ე მუხლებით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი