ახალი ამბები

დაპატიმრებული ჟურნალისტის ხადიჯა ისმაილოვას მხარდასაჭერად თბილისში აქცია დაიგეგმა

8 დეკემბერი, 2014 • • 921
დაპატიმრებული ჟურნალისტის ხადიჯა ისმაილოვას მხარდასაჭერად თბილისში აქცია დაიგეგმა

ცნობილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილოვა, რომელმაც არაერთი საგამოძიებო სტატია გამოაქვეყნა ელიტური კორუფციისა და პრეზიდენტ ალიევის ოჯახის წევრების ბიზნესზე, დააკავეს და ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.


ისმაილოვა ბაქოს საბაილის რაიონულ სასამართლოში 5 დეკემბერს გამოიძახეს საქმეზე, რომელშიც სხვა ჟურნალისტი მას თვითმკვლელობამდე მიყვანის მცდელობაში ადანაშაულებს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, “რადიო თავისუფლების” აზერბაიჯანის სამსახურის რეპორტიორ ხადიჯა ისმაილოვას წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა. ბრალის დადასტურების შემთხვევაში კი, მას 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

მასალების გადაბეჭდვის წესი