ახალი ამბები

ანონსი – 9 დეკემბერი

9 დეკემბერი, 2014 • • 1404
ანონსი –  9 დეკემბერი

 

10:00 –  ვაზიანის IV მექანიზირებული ბრიგადის ბაზაზე ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო მისიაში II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ნაკრები ასეულის გაცილების ცერემონიალი გაიმართება.


11:00-  საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ნუკრი ქანთარია „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი ეკა გულუა: 599 726565

 

11:30- საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მაია ფანჯიკიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი ეკა გულუა: 599726565 

 

11:30 – “პირველ პრესკლუბში” „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ინტერპარტიული ჯგუფის შეხვედრის დეტალები, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22

 

12:00 -პრაიმტაიმის პრესკლუბში ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს


12:00 სკოლას საქართველოსგანათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და სპორტისა და ახალგაზრდობის  საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი მოინახულებენ. ადგილი: მცხეთის რაიონი სოფელი მუხრანი, მე-2 საჯარო სკოლა

 

12:00- “პირველ პრესკლუბში” “ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა კაციტაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ინტერპარტიული ჯგუფის შეხვედრის დეტალები, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22


12:30 – “პირველ პრესკლუბში” „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა“ ბრიფინგს გამართავს. თემა: რა ვითარებაა ციტრუსის მოსავლის ჩაბარების და ექსპორტის თვალსაზრისით 2014 წელს. მისამართი: წერეთლის გამზ. 116, ბიზნეს-ცენტრი „დიდუბე პლაზა“, მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: სალომე ტორჩინავა 557 75 65 33


12:30 –  პრაიმტაიმის პრესკლუბში ახალი მემარჯვენეები ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს

 

13:00 – „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის“ წარმომადგენელი თინათინ ნიბლოშვილი  პარლამენტს სტაჟირების შესახებ საკანონმდებლო პაკეტს წარუდგენს. ა/წ 2 დეკემბერს „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრმა“ აქციაზე „XXI საუკუნის მონა = სტაჟიორი“ დაანანონსა, რომ უახლოეს მომავალში საკანონმდებლო ორგანოს ინიციატივით მიმართავდა. 

 

14:30 –  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი იმერეთის რეგიონს ეწვევა. მიხეილ გიორგაძე ხარაგაულში რეგიონის 6 მუნიციპალიტეტის (ხარაგაული, საჩხერე, ტყიბული, ბაღდათი, ხონი, ზესტაფონი) სამუსიკო სკოლებს, ფოლკლორულ ანსამბლებსა და სამუსიკო ჯგუფებს შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით  ხალხური საკრავებს, კლასიკურ, საესტრადო მუსიკალურ ინსტრუმენტებსა და აუდიო აპარატურს გადასცემს.

 

15:00 – გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებასთან დაკავშირებით, ახალ ინიციატივას საქართველოში მოქმედი კომპანიებისა და ბიზნეს ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნობს. თბილისი, „თბილისი რუმსი“, მერაბ კოსტავას 14.

 

17:00 –  თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის რიმა ბერაძის ინიციატივითა და ვახტანგ ჭაბუკიანის სახლმუზეუმის ხელმძღვანელობის მხარდაჭერით, 79 წლის ფერმწერის ლია ბარნაბიშვილის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. მის:  დ. აღმაშენებლის 83 /23

მასალების გადაბეჭდვის წესი