ახალი ამბები

unicef-ის წარმომადგენელი: ბავშვები ყველაზე დაუცველნი არიან საქართველოში

8 დეკემბერი, 2014 • • 1191
unicef-ის წარმომადგენელი: ბავშვები ყველაზე დაუცველნი არიან საქართველოში

იუნისეფის წარმომადგენლის განცხადებით, “ბოლო წლებში საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ადამიანის უფლებათა, მათ შორის ბავშვის უფლებათა სფეროში რეფორმების გასატარებლად და ამ მხრივ ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის შემუშავება უდიდესი მიღწევაა ქვეყნისთვის. იუნისეფი ეხმარება სახალხო დამხველის აპარტს ბავშვთა უფლებათა მონიტორინგის გაძლიერებაში და იმედი გავქვს, ახალი სტრატეგია ქმედითი მექანიზმი იქნება ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმისა და ანტიდისკრიმინაციული კანონის განხორციელების მონიტორინგისთვის.” 

 

საქართველოს სახალხო დამცველმა გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით 2014–2017 წლების სტრატეგია დღეს, 8 დეკემბერს წარმოადგინა. სტრატეგია შემუშავებულია საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სამოქმედო გეგმისა და ანტიდისკრიმინაციული კანონის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად და ბავშვის უფლებების ცენტრის გაძლერებას ისახავს მიზნად.

 

ახალი გეგმა მოიცავს ბავშვის უფლებათა მონიტორინგის და კოორდინაციის მექანიზმის გაძლიერებას, ბავშვთა დაცვის ჯანმრთელობის უფლების ხელშეწყობაას, ბავშვთა სიღარიბის აღმოფხვრაას, ბავშვის ჯანმრთელობის უფლების ხელშეწყობაას, ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარებასა და ხარისხიან განათლებას ყველა ბავშვისთვის. 


ბავშვის უფლებათა ცენტრის საქმიანობა 2014-2017 წლებში ოთხი ძირითადი მიმართულებით უნდა წარიმართოს. ეს არის ადამიანის უფლებათა ეროვნულ სამოქმედო გეგმაში ბავშვის უფლებების განხორციელების სისტემური  მონიტორინგი, სახალხო დამცველის რეგიონული წარმომადგენლობების შესაძლებლობების გაძლიერება ბავშვის უფლებათა ინდივიდუალურ დარღვევებზე  რეაგირების გასაუმჯობესებლად, ბავშვებისა და ახალგაზრდების  სისტემური მონაწილეობის უზრუნველყოფა და ომბუდსმენთა ევროპული ქსელის სრულუფლებიანი წევრობისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება.


 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი