ახალი ამბები

გრიგორი ლეპსის კონცერტის ორგანიზატორების წინააღმდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო

7 დეკემბერი, 2014 • • 1239
გრიგორი ლეპსის კონცერტის ორგანიზატორების წინააღმდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო

ტელეკომპანია “მაესტროს” ინფორმაციით, მის ჟურნალისტ ნინი მეტრეველს გრიგორი ლეპსის დაცვის წევრებმა და პროდუსერმა თავისუფლება აღუკვეთეს და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს. ნინო ჟიჟილაშვილის განცხადებით, ჟურნალისტმა, რომელმაც თბილისში ჩამოსულ მომღერალთან ინტერვიუ აიღო, მას შეატყობინა, რომ ოთახში ჩაკეტეს და იქიდან არ უშვებდნენ – მოითხოვდნენ ლეპსთან პუტინის პოლიტიკაზე ჩაწერილი ინტერვიუს წაშლას.


გრიგორი ლეპსის კონცერტი თბილისში დღეს გაიმართა.



მასალების გადაბეჭდვის წესი