ახალი ამბები

ბესელია სახელისუფლებო ცვლილებებზე: ამაში ბატონი ბიძინას როლის ძებნა, არასერიოზულია

7 დეკემბერი, 2014 • • 938
ბესელია სახელისუფლებო ცვლილებებზე: ამაში ბატონი ბიძინას როლის ძებნა, არასერიოზულია

“ეს არ არის პრემიერსკენ [ირაკლი ღარიბაშვილი] მიმართული რაიმე პროტესტი და ძალიან არასერიოზულია ამ ყველაფერში ყოფილი პრემიერის, ბატონი ბიძინას როლი და ჩარევა ვეძებოთ. გუნდი შიგნით შეთანხმდა, რომ ასეთი ცვლილებები საჭიროა იმისთვის, რომ სწრაფად და დინამიკურად გაგრძელდეს რეფორმები მთავრობის შიგნით, რათა უფრო ხელშესახები გახდეს შედეგები”, – განუცხადა ბესელიამ იმედს.


მიმდინარე კვირის განმავლობაში ხელისუფლებაში რამდენიმე საკადრო ცვლილება განხორციელდა. თანამდებობები დატოვეს შსს-ს გენინსპექციისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელებმა. ასევე, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივ თვითმმართველობებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა და ეკონომიკური საბჭოს ხელმძღვანელმა. ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის პოსტზე ზურაბ კოპაძე ნოდარ ჯავახიშვილმა ჩაანაცვლა. ცვლილება განხორციელდა “ქართული ოცნების” შიგნითაც, პარტიის აღმასრულებელი მდივნის პოსტი თამაზ თამაზაშვილის დისშვილმა, ზვიად ჯანყარაშვილმა დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი