ეკონომიკა

“ბიჩი ამერიკან ტობაკო” : აქციზის ზრდა თამბაქოს ნაწარმს გააძვირებს

6 დეკემბერი, 2014 • • 1402
“ბიჩი ამერიკან ტობაკო” : აქციზის ზრდა თამბაქოს ნაწარმს გააძვირებს

“ბიჩი ამერიკან ტობაკოს” კორპორატიული დირექტორი ზვიად ცხვიტარიძე “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ თამბაქოს ინდუსტრია დღეს არც აქციზის გადასახადის ზრდისთვის და არც ადვალური გადასახადის (ადვალური გადახადი წარმოადგენს შემოსავლის ან ღირებულების მიმართ პროცენტულ მაჩვენებელში დაფიქსირებულ გადასახადს – ავტ.) გდახდისთვის მზად არ არის:   

“ჩვენ, ოთხი საერთაშორისო კომპანია, რომლებიც წარმოდგენილი ვართ საქართველოში “ბი–ჩი ამერიკან ტობაკო”, ჯაპან ტობაკო ინტერნეიშენალი”, “ფილიპ მორისი” და იმპერიალი, ეს ადგილობრივ კომპანიებსაც ეხებათ, ვფიქრობთ, ვალური გადასახადი უნდა გადავადდეს. 2015 წლის 1 იანვრიდან საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შედეგად,  ხდება აქციზის ზრდა 15 თეთრით და 90 თეთრს უტოლდება. შემდგომ საუბარია 1 ივლისიდან უკვე ახალი აქციზის შემოღებაზე, რომელიც არ იქნება ფიქსირებული და იქნება კოლოფის ფასზე მიბმული გადასახადი. ჩვენ, თამბაქოს იმპორტიორი კომპანიები, არ ვართ ადვალური გადასახადის შემოღებისთვის მზად. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ეს გადასახადი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ნაწილია და ხუთ წელიწადში უნდა მოხდეს ამის იმპლემენტაცია, ჩვენ გვაქვს შეთავაზება ფინანსთა სამინისტროსთან, მოგვეცეს დამატებით 6 თვის პერიოდი იმისთვის, რომ უკეთ მოვემზადოთ აქციზის გადასახადის ახალი ფორმისთვის. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ასეთ ფორმა არ არსებიბს კავკასიის ბაზარზე, არც სომხეთში და არც აზერბაიჯანში, ამისთვის საჭირო არის გარდამავალი პერიოდი, რასაც ახლა ვითხოვთ, ეს არის 6-თვიანი პერიოდი.” 

 

თამბაქოს ნაწარმის იმპორტიორი კომპანიები მიიჩნევენ, რომ ადვალური გადასახადის შემოღება 2015 წლის პირველი ივლისიდან გამოიწვევს სეგმენტების არევას:

 

“საუბარია პრემიუმ და საშუალო სეგმენტზე, რომელიც შეადგენს საბიუჯეტო შემოსავლების დიდ ნაწილს. ადვალური კომპონენტი დაარტყმს მაღალ და საშუალო სეგმენტს. მოხდება გადასვლა მაღალფასიანი სიგარეტიდან დაბალფასიანზე. მოხდება  კომპანიების შემოსავლის და საბიუჯეტო შემოსავლების შემცირება. დაიწყება ომი კომპანიებს შორის ფასებზე. ფასზე მიბმული ადვალური გადასახადის 5%–ი, ეს უდრის დაახლოებით 6 თეთრს დაბალხარისხიანი სიგარეტისთვის, 13 თეთრს- საშუალო სეგმენტისტვის და პრემიუმისთვის -15 თეთრს. რეალურად გასაშუალებული ფასი არის 13 თეთრი. თამბაქოს ნაწარმი გაძვირდება” – ამბობს ზვიად ცხვიტარიძე.  

 

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, რომ სამინისტრო თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლებს რამდენჯერმე შეხვდა და “საგადასახადო კოდექსში” განსახორციელებელი ცვლილებები სავარაუდოდ არ გადაიხედება: “ადვალური გადასახადი შემოდის იმიტომ, რომ დაბალბიუჯეტიან კომპანიებს არ მოუწიოთ ბაზრიდან გასვლა. ეს არის ერთადერთი მიზეზი. ამასთან, ასოცირების ხელშეკრულებაში ადვალური გადასახადი პირდაპირ არის გაწერილი და უნდა დავუახლოვდეთ ამ მიმართულებით ევროპას”.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი