ახალი ამბები

შსს–ს გენინსპექციის უფროსი ირაკლი სამყურაშვილი თანამდებობიდან გადადგა

5 დეკემბერი, 2014 • • 1516
შსს–ს გენინსპექციის უფროსი ირაკლი სამყურაშვილი თანამდებობიდან გადადგა

შსს–ს გენინსპექციის უფროსად ირაკლი სამყურაშვილი 2014 წლის 7 მაისს დაინიშნა. 

 

ირაკლი სამყურაშვილი 35 წლისაა, 2000 წლიდან სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა.

 

მათ შორის, 2003-2004 წლებში იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს მინისტრის შტაბის უფროსის მოადგილე, ხოლო 2004-2005 წლებში – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი.

 

2006 წლიდან ის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა, ხოლო 2013 წლიდან კვლავ შინაგან საქმეთა სამინისტროში გადავიდა სამუშაოდ. შსს–ს გენინსპექციის უფროსის თანამდებობის დაკავებამდე გენინსპექციის ყოფილი უფროსის, ზვიად ჯანყარაშვილის მოადგილე იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი