ეკონომიკა

ეროვნული ბანკის კურსით 1 აშშ დოლარი 1.89 –დან 1,95 ლარის ნიშნულზე ავიდა

5 დეკემბერი, 2014 • • 1207
ეროვნული ბანკის კურსით 1 აშშ დოლარი 1.89 –დან 1,95 ლარის ნიშნულზე ავიდა

 4 დეკემბერს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით 1 აშშ დოალრთან ლარი 1,8984 ნიშნულზე იყო, ევრო კი, 2,3383 ნიშნულზე. ლარი აშშ დოლართან 0.0543 პუნქტით, ხოლო ევროსთან 0.0735 პუნქტით გაუფასურდა. 

 

კომერციულ და სავალუტო ჯიხურებში აშშ დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის კურსი 2.00 და 2.20 ლარამდე აღწევს. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ლარი ყოველდღიურად უფასურდება.

 

ეროვნულმა ბანკმა ბოლო ორ კვირაში ლარის კურსის ვარდნის შესაჩერებლად 80 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა, თუმცა კურსის შენარჩუნება ვერ ხერხდება.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი