ეკონომიკა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ლარის გაუფასურებაზე ბრიფინგს გამართავს

5 დეკემბერი, 2014 • • 1120
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ლარის გაუფასურებაზე ბრიფინგს გამართავს

4 დეკემბერს გამართული ვაჭრობის შედეგად ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 1.8984 პუნქტით განისაზღვრა, რაც წინა დღის მაჩვენებელზე 0.0368–ით შესუსტებული მაჩვენებელია.

 

ლარის კურსის ვარდნა 1 ნოემბრიდან დაიწყო. ლარის კურსი 1,75–ით განისაზღვრებოდა.

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ეროვნულ ვალუტაზე ბიუჯეტის ზეგავლენას გამორიცხავს.

 

ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ ეროვნულ ბანკს ოფიციალური განცხადების გაკეთებისაკენ მოუწოდა, რათა მიაწოდოს ინფორმაცია საზოგადოებას ლარის კურსის გაუფასურებასთან დაკავშირებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი