ახალი ამბები

ნოდარ ჯავახიშვილი ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილედ ინიშნება

5 დეკემბერი, 2014 • • 1002
ნოდარ ჯავახიშვილი ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილედ ინიშნება

“გამომდინარე იქიდან, რომ ინფრასტრუქტურას მომავალი წლიდან ძალიან დიდი და მასშტაბური სამუშაოების განხორციელება მოუწევს, სამინისტროს ბიუჯეტი კი მილიარდ ლარს შეადგენს, ზურაბ კოპაძის ნაცვლად მინისტრის მოადგილის პოსტს დაიკავებს ნოდარ ჯავახიშვილი, რომელსაც საზოგადოება კარგად იცნობს. მისი მრავალწლიანი გამოცდილება ხელს შეუწყობს ინფრასტრუქტურის სამინისტროს რესურსების სწორად და ეფექტურად გამოყენებას”, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ნოდარ ჯავახიშვილი
ნოდარ ჯავახიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი