ახალი ამბები

obozrevatel: ქართველი რეფორმატორები უკრაინაში ახალგაზრდა პოლიტიკოსების სკოლას ხსნიან

5 დეკემბერი, 2014 • • 1623
obozrevatel: ქართველი რეფორმატორები უკრაინაში ახალგაზრდა პოლიტიკოსების სკოლას ხსნიან

საგანმანათლებლო პროგრამის დამფუძნებელია ხატია დეკანოიძეა, საქართველოს ყოფილი განათლების მინისტრი და პოლიციის აკადემიის ყოფილი ხელმძღვანელი. 

 

ამას გარდა, საგანმანათლებლო პროგრამაში ლექტორების სახით მონაწილეობას მიიღებენ ეკა ტყეშელაშვილი (საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი), სერგი კაპანაძე (საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე და შემდეგში GRASS-ის დამფუძნებელი). ვახტანგ ლეჟავა (ყოფილი ეკონომიკის მინისტრის კახა ბენდუქიძის მოადგილე) და სხვები.

ხატია დეკანოიძე
ხატია დეკანოიძე

“მე მჯერა, რომ შესაძლებელია შეიცვალოს ის სისტემა, რომელიც ასე არ მოსწონთ უკრაინელებს. ქვეყნის პოტენციალი და რესურსი კიდევ უფრო მაღალია, ვიდრე საქართველოსი. გამოცდილების გაზიარება და მუშაობა ახალგაზრდა თაობასთან საკვანძო გადაწყვეტილებაა ევროინტეგრაციის პროცესში,” – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

 

შეგახსენებთ, რომ უკრაინის ახალ მთავრობაში ჯანდაცვის მინისტრის პოსტი უკვე დაიკავა საქართველოს ყოფილმა ჯანდაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა, ასევე, შესაძლოა, უკრაინის შს მინისტრის მოადგილის პოსტი ჩაიბაროს ეკა ზღულაძემ, რომელსაც იგივე თანამდებობა ეკავა მიხეილ სააკაშვილის მთავრობაში, ხოლო ამ მთავრობის შეცვლამდე ასევე ეკავა შს მინისტრის პოსტიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი