ახალი ამბები

economist: ივანიშვილსა და პუტინს საქართველოს წინა მთავრობის ზიზღი აერთიანებთ

5 დეკემბერი, 2014 • • 1073
economist: ივანიშვილსა და პუტინს საქართველოს წინა მთავრობის ზიზღი აერთიანებთ

გამოცემა წერს, რომ საქართველო არის პატარა ქვეყნა, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში საკუთარი თავი ახლიდან გამოიგონა, საქართველოს რუსეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს კავკასიაზე კონტროლისთვის. აზერბაიჯანიდან თურქეთში გამავალი გაზსადენი და ნავთობსადენი  საქართველოზე გადის. სომხეთმა და აზერბაიჯანმა უკვე გააკეთეს არჩევანი ევროპის ნაცვლად რუსეთის სასარგებლოდ და საქართველო ამ თამაშის ბოლო ნაწილია.

 

გამოცემა წერს, რომ საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებები პუტინის გამოწვევად რჩება, რომელსაც სურს, რომ ხელახლა გაავლოს საერთაშორისო საზღვრები და ყოფილ საბჭოთა ტერიტორიებთან ნატო არ მიუშვას. გამოცემა იხსენებს გასულ თვეში რუსეთსა და აფხაზეთს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას თანამშრომლობის შესახებ, რითაც რუსეთმა, “ეკონომისტის” შეფასებით, კონტროლი გააძლიერა.

 

“ეს საქართველოს მთავრობისთვის, რომელიც რუსეთს დაემორჩილა და ევროკავშირს სანქციებში არ შეუერთდა, ასევე, უკრაინის შეიარაღების იდეას შეეწინააღმდეგა, სახეში სილის გაწვნა იყო”.

 

გამოცემის განცხადებით, რუსეთი შეეცდება საქართველოში ისეთი დესტაბილიზაცია გამოიწვიოს, რომ დასავლეთისთვის ქვეყანა არასასურველი გახდეს. “ეკონომისტის” შეფასებით, საქართველოში ბოლო ორი წლის  მოვლენები ამ ამოცანას  აადვილებს.

 

“მას მერე, რაც ბიძინა ივანიშვილის ხელძღვანელობით კოალიცია “ქართულმა ოცნებამ” სააკაშვილის “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე”გაიმარჯვა, ქვეყანა უნიათობისა და შურისძიების მავნე ნაზავშია გახვეული. სააკაშვილის საქართველოს მრავალი ნაკლი ჰქონდა, მაგრამ მისი მმართველობის ადრეულ წლებში ქვეყანა ანათებდა იდეებით, პროექტებითა და რეფორმებით. დღეს საქართველო განიცდის სტაგნაციას და დაბნეულობა იგრძნობა”.

 

სტატიაში ასევე საუბარი ბიძინა ივანიშვილის მიერ ქვეყნის კულუარულად მართვაზე, რომ დღეს სწორედ ის იღებს კვლავ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ასევე ხაზგასმულია ის სამთავრობო ცვლილებები, რომელიც ირაკლი ალასანიას თავდაცვის მინისტრობიდან გადაყენებას მოჰყვა.

 

“ივანიშვილსა და პუტინს წინა მთავრობის ზიზღი აერთიანებთ”, – წერს ეკონომისტი – “დემოკრატიული რეფორმების გაგრძელების ნაცვლად ახალი მთავრობა საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს, რითაც სააკაშვილის შეცდომებს იმეორებს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი