ახალი ამბები

ივანიშვილის თქმით, ალასანიას ცუდი მენეჯერობა სამეგრელოს არჩევნებში წაგებამაც აჩვენა

4 დეკემბერი, 2014 • • 1135
ივანიშვილის თქმით, ალასანიას ცუდი მენეჯერობა სამეგრელოს არჩევნებში წაგებამაც აჩვენა

ივანიშვილის თქმით, მას საქართველოს მთავრობაზე ბერკეტი არ გააჩნია და ამგვარ უმეცარ ბრალდებებს დიდი ხანია აღარ პასუხობს.

 

“ეს ნაციონალური მოძრაობიდან დაწყებული თემაა. მე სერიოზულად დიდი ხანია აღარ ვპასუხობ ასეთ უმეცარ გამონათქვამებს და ამისთვისაც არ მიპასუხია. ასეთი გამონათქვამი გააკეთა პრეზიდენტმა. მე მას ვუპასუხე მოკლედ. შემიძლია ვუპასუხო ირაკლი ალასანიასაც. ვინც ამას ამბობს, თუ ამას სერიოზულად ფიქრობს, მან არ იცის, რა არის მენეჯმენტი. მე არ მინდა კრიტიკას კრიტიკით ვუპაუხო, თუმცა ირაკლი ალასანია იყო ის მინისტრი და ის პიროვნება, რომელსაც ვიცნობ საკმაოდ დიდი ხანია და სწორედ პრობლემები ჰქონდა მას მენეჯმენტში”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

ივანიშვლის თქმით, ალასანიასთან არაერთხელ უსაუბრია იმის შესახებ, რომ მას მენეჯმენტში პრობლემები ჰქონდა. ივანიშვილი მიიჩნევს, რომ ალასანიას ცუდი მენეჯერობის გამო თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების კვება ვერ უზრუნველყო, რის გამოც თავდაცვის სამინისტროში უამრავი თანამშრომელი მოიწამლა. ყოფილი პრემიერი სამეგრელოს უბნებში საპარლამენტო არჩვენებში წაგებასაც ალასანიას ცუდ მენეჯმენტს აბრალებს.

 

“შევახსენებდი, რომ მას ჰქონდა არჩევნების პროცესში სამეგრელოს რეგიონი ჩაბარებული. მისივე ინიციატივით და მე ამას დავეთანხმე. აბსოლუტურად ყველგან წავაგეთ ჩვენ არჩევნების პროცესში. ერთადერთი რვა საარჩევნო ოლქიდან ფოთი არ ექვემდებარებოდა მის მენეჯმენტს და მან გამარჯვა კიდეც. სხვაგან აბსოლუტურად ყველგან წავაგეთ ჩვენ სამეგრელოში. ამ დროს რეგიონი იყო აბსოლუტურად მომართული. ზუგდიდის აქციამაც აჩვენა, რომ მეგრელებს ჰქონდათ განწყობა და განცდა. ეს არის უნიჭიერესი ნაწილი ჩვენი ქვეყნის, მრავალჯერ მითქვამს. აბსოლუტურად სხვა შედეგს ველოდით, ვერ გაიმარჯვა ვერც ერთ ადგლას, ვერც ერთი ადგილი ვერ მოიპოვა. ამავდროულად, ვერც ერთი დარღვევაც ვერ დააფიქსირა. მრავალჯერ მითქვამს: შეკითხვები მაქვს, რა მოხდა სამეგრელოში? ერთ–ერთი მიზეზი იმის, რომ ჩვენ ასეთი წარუმატებლობა განვიცადეთ სამეგრელოს არჩევნების დროს, სწორედ რომ მისი სუსტი მენეჯმენტის და კიდევ რაღაცების შეიძლება იყოს ეს შედეგი. შესაბამისად, ესეთი გაუაზრებელი გამონათქვამების შემდგომ, მე თავს უფლებას ვაძლევ, მას ეს ყველაფერი შევახსენო”, – ამბობს ივანიშვლი.

 

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ფორბსთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ქვეყანას არ მართავს  ინსტიტუციები და სახელწიფო მნიშვნელობის გადაწყვეტილებების მიღება ერთი ადამიანის ნებაზეა დამოკიდებული. ალასანიას თქმით, ამის გამო გადაწყვეტილებებს სწრაფად ვერ იღებენ. ალასანიას თქმით, ივანიშვილი, პოლიტიკიდან წასვლის მიუხედავად, არის ჩახედული ისეთ საკითხებში, რაზეც პროკურატურაც არ საუბრობს საჯაროდ. 

 

ირაკლი ალასანიას დაპირისპირება მთავრობასთან მას შემდეგ დაიწყო, რაც პროკურატურამ თავდავის სამინისტროს მაღალჩინოსნების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო ორ საქმეზე. ირაკლი ღარბაშვილმა ალასანია თავდაცვის მინისტრის პოსტიდან 4 ნოემბერს გადააყენა, რის შემდეგაც “თავისუფალმა დემოკრატებმა” საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს. 

 

ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი