ახალი ამბები

ივანიშვილი: ეკონომიკა არის მყარი დღეს, ლარის კურსი მერყეობს

4 დეკემბერი, 2014 • • 1356
ივანიშვილი: ეკონომიკა არის მყარი დღეს, ლარის კურსი მერყეობს

“ეკონომიკა არის მყარი დღეს, ლარის კურსი მერყეობს. დოლარი მყარდება ბევრ სახელმწიფოში, მსგავსად ხდება საქართველოშიც. არაფრისგან გინდათ აჟიოტაჟი შექმნათ. ამასთან დაკავშირებით განმარტებები ფინანსთა მინისტრმაც გააკეთა, ყველაფერი ნორმალურია. ეს არაფერს არ ნიშნავს ცუდს, კარგად მუშაობს მთავრობა”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის პირველი ტურის გამარჯვებულების დაჯილდოვების შემდეგ.

 

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 4 დეკემბერს დადგენილი კურსით ლარი აშშ დოლართან 1.8616 ნიშნულზე, ხოლო ევროსთან 2.2950 ნიშნულზეა. კომერციულ და სავალუტო ჯიხურებში აშშ დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის კურსი 1.92 ლარამდე აღწევს. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ლარი ყოველდღიურად უფასურდება. ეროვნულმა ბანკმა ბოლო ორ კვირაში ლარის კურსის ვარდნის შესაჩერებლად 80 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა, თუმცა კურსის შენარჩუნება ვერ ხერხდება.

 

ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი