ახალი ამბები

ივანიშვილი სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის გამარჯვებულების დაჯილდოვებას ესწრება

4 დეკემბერი, 2014 • • 1014
ივანიშვილი სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის გამარჯვებულების დაჯილდოვებას ესწრება

სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის პირველი ტური 22 ნოემბერს გაიმართა. ოლიმპიადის პირველ ტურში მონაწილეობა საქართველოს ყველა რეგიონის 1277 სკოლის 20 ათასამდე მოსწავლემ მიიღო. მოსწავლეებმა ტესტირება საკუთარ სკოლებში გაიარეს. ტესტირება კომპიუტერულად ჩატარდა. პირველი ტურის შედეგად 2016 გამარჯვებული გამოვლინდა.

სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის ინიციატორია ორგანიზაცია “მოქალაქე”. პროექტს კი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ახორციელებს.

სამოქალაქო განათლების ოლიმპიადაში მონაწილეობენ საქართველოს სკოლების IX-XII კლასების მოსწავლეები.  ოლიმპიადა ტარდება ქართულ, რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე.  გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ოლიმპიადის გამარჯვებულებს ორგანიზაცია “მოქალაქე” სხვადასხვა პრიზებით დააჯილდოვებს. გარდა ამისა, გათვალისწინებულია საუკეთესო შედეგის მქონე 20 მოსწავლის გამგზავრება ენის (ინგლისური, გერმანული, ფრანგული) კურსებზე დასავლეთ ევროპის ქვეყნებში.

ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი