ახალი ამბები

პუტინი: სანქციები სტიმულია ჩვენი დასახული მიზნების მიღწევისთვის

4 დეკემბერი, 2014 • • 1134
პუტინი: სანქციები სტიმულია ჩვენი დასახული მიზნების მიღწევისთვის

 

ამასთან, პუტინმა უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა და “ტექნიკური საკითხი” უწოდა იმას, რის გამოც რუსეთსა და უკრაინაში შორის ვითარება დაიძაბა. მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი უარს არ აცხადებდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებაზე, იგი მხოლოდ ითხოვდა მის გადადებას, რაც არ მოხდა. თუმცა, პუტინის თქმით, იმის მიუხედავად, რომ ეს ხელშეკრულება უკვე რატიფიცირებულია, მისი ამოქმედება მომავალი წლის ბოლომდეა გადადებული.

 

 

 

უკრაინის გამო რუსეთისთვის დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებზე საუბრისას რუსეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ ერევა სხვა სახელმწიფოების საქმეებში: “ზოგჯერ მათთან საუბარს უფრო აქვს აზრი, ვიდრე ცალკეული სახელმწიფოების მთავრობებთან”, – განაცხადა პუტინმა.

 

 

 

მისივე თქმით, რომ არ ყოფილიყო ყირიმის საკითხი, იქნებოდა სხვა თემა, რისთვისაც რუსეთს დასავლეთი სანქციებს დაუწესებდა.

 

 

 

“სანქციები სტიმულია დასახული მიზნების მიღწევისთვის”, – განაცხადა პუტინმა.

 

 

 

მისივე თქმით, რუსეთმა უნდა შექმნას ახალი ტექნოლოგიები, განავითაროს ეკონომიკა, მეცნიერება და მოქალაქეებს მისცეს თვითგამოვლენის საშუალება, რათა გაუმკლავდეს სანქციების გამო შექმნილ რთულ ვითარებას. 

 

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დღეს, 4 დეკემბერს, კრემლის გიორგიევსკის დარბაზში შეკრებილ 1100 მიწვეულ სტუმარს მიმართავს სიტყვით. მიწვეულ სტუმრებს შორის არიან ფედერაციის საბჭოს წევრები, სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატები, მთავრობის წევრები, საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელები, გუბერნატორები, ფედერაციის სუბიექტების საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლები, ტრადიციული კონფესიების ხელმძღვანელები, საზოგადო მოღვაწეები, მას მედიის წარმომადგენლები და ა.შ.

ვლადიმერ პუტინი, ფოტო: რია ნოვოსტი
ვლადიმერ პუტინი, ფოტო: რია ნოვოსტი

მასალების გადაბეჭდვის წესი