ახალი ამბები

ანონსი – 4 დეკემბერი

4 დეკემბერი, 2014 • • 1204
ანონსი – 4 დეკემბერი

11:00 საათზე, საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ “კვირას” პრესკლუბში, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ზურაბ ტყემალაძე პრესკონფერენციას გამართავს.  თემა: ბიუჯეტი; ლარის დევალვაცია და მიმდინარე პოლიტიკური საკითხები

 

11:00 საათზე, “პირველ პრესკლუბში”, პროფესიული განათლების პროფკავშირების თავმჯდომარე დენის დავითაშვილი პრესკონფერენციას გამართავს.

 

11:30 საათზე, “პირველ პრესკლუბში”, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიგლა აგულაშვილი პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.

 

12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაის შეხვდება. თბილისი, პარლამენტის თავმჯდომარის სათათბირო ოთახი

 

12:00 საათზე, “პირველ პრესკლუბში”, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალექსანდრე ელისაშვილი პრესკონფერენციას გამართავს.

 

12:00 საათზე, სასტუმროში ,,ქორთიარდ მერიოტი’’ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო’’ სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ საქმეთა სასამართლო მონიტორინგის სამი წლის შედეგების პრეზენტაციას გამართავენ.

 

12:00 საათზე, აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ჩატარდება. თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი

 

12:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება მოსამზადებელი სასამართლო სხდომა საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიური ობიექტის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარი პროკურატურისთვის საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის თაობაზე.

 

12:00 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში ექსპერტი გია ხუხაშვილი პრესკონფერენციას გამართავს

 

12:30 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში ადამიანის უფლებათა ცენტრი   უსახლკარო მოქალაქეების პრობლემებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.

 

13:00 საათზე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება. თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი

 

13:00 საათზე სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“  „თვითმმართველი ორგანოების საქმიანობის მონიტორინგის შუალედური ანგარიშის” პრეზენტაცია გაიმართება.

 

 14:00 საათზე  საპატრიარქოს წმ. ანდრია  პირველწოდებულის  სახელობის ქართულ უნივერსიტეტში კონფერენცია – „რელიგიები ძალადობის წინააღმდეგ“  იგი ეხმიანება შინაგან საქმეთა სამინისტროს კამპანიას „ არა ძალადობას!“ მასზე მოწვეულნი არიან საქართველოს ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების  და საზოგადოების წარმომადგენლები .

 

15:30 საათზე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორთან, ნიკოლოზ ანთიძესთან ერთად უშუალოდ მოინახულებს ძეგლთა დაცვის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე  რთულ მდგომარეობაში მყოფი ძეგლის – სქურის სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

 

15:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდება. თბილისი, პარლამენტის თავმჯდომარის სათათბირო ოთახი

 

16:30 საათზე, მინისტრი ზუგდიდში შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს ეწვევა და დასის წევრებს შეხვდება.

 

17:00 საათზე, ზუგდიდში, კულტურის ცენტრში – „ოდიში“, მიხეილ გიორგაძე   ცნობილი ქართველი ლოტბარისა და მომღერლის, პოლიკარპე ხუბულავას საიუბილეო საღამოს დაესწრება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა რეგიონის ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები. საღამოს დასასრულს, კულტურის ცენტრის წინ გაიხსნება ქართველი ლოტბარის, პოლიკარპე ხუბულავას ვარსკვლავი.

 

 

20:00 საათზე „ლიბცენტრი“ თეოლოგ ბექა მინდიაშვილი საჯარო ლექციას წაიკითხავს. თემა: მართლმადიდებლური თეოლოგია პოლიტიკური მართლმადიდებლობის წინააღმდეგ

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი