ეკონომიკა

ლარი ევროსთან გამყარდა, აშშ დოლართან ისევ გაუფასურდა

3 დეკემბერი, 2014 • • 986
ლარი ევროსთან გამყარდა, აშშ დოლართან ისევ გაუფასურდა

ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0,0012 პუნქტით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან 0,019 პუნქტით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ 2 დეკამბერს დადგენილი კურსით აშშ დოლართან ლარი 1.8604 ნიშნულზე იყო, ხოლო ევროსთან 2.3140 ნიშნულზე. 

 

კომერციულ და სავალუტო ჯიხურებში აშშ დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის კურსი 1.89 ლარამდე აღწევს. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ლარი ყოველდღიურად უფასურდება. ეროვნულმა ბანკმა ბოლო ორ კვირაში ლარის კურსის ვარდნის შესაჩერებლად 80 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა, თუმცა კურსის შენარჩუნება ვერ ხერხდება.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი