ახალი ამბები

ნატოს წევრთაგან შეიარაღებაზე ყველაზე მეტს აშშ, ხოლო ყველაზე ცოტას ლუქსემბურგი ხარჯავს

3 დეკემბერი, 2014 • • 1580
ნატოს წევრთაგან შეიარაღებაზე ყველაზე მეტს აშშ, ხოლო ყველაზე ცოტას ლუქსემბურგი ხარჯავს

ამის შესახებ ნათქვამია wall street journal-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფოგრაფიკაში, რომლის წყაროც, გამოცემის ცნობით, ნატოა.


გასულ წელს თავდაცვაზე შეერთებულმა შტატებმა შეიარაღებაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 4,4 პროცენტი დახარჯა, მეორეზეა ბრიტანეთი – 2,4 პროცენტი, საბერძნეთი – 2,3, ხოლო ესტონეთმა 2 პროცენტი დახარჯა. სხვა არც ერთი ნატოს წევრი სახელმწიფო გასულ წელს ზემოხსენებულ რეკომენდაციას არ ასრულებდა. ამ თვალსაზრისით ბოლო ადგილზე ლუქსემბურგია, რომელმაც მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 0,4 პროცენტი მოახმარა შეიარაღებას.


ზემოხსენებულ რეკომენდაციას საქართველო წლების განმავლობაში ასრულებს. 2015 წლის ბიუჯეტის პირველი წარდგენით ნატოს რეკომენდაცია 2-პროცენტზე ირღვეოდა, თუმცა შემდეგ თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება გაუზარდეს (640 მილიონი ლარი გახდა) და ამჟამინდელი საბოლოო პროექტით საქართველო 2015 წელს თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობის (31900000000 ლარი) 2,04 პროცენტს დახარჯავს.


მასალების გადაბეჭდვის წესი