ტექნოლოგიები

USB ფლეშ ბარათები ქინგსტონისგან -Kingston DT microDuo с USB 2.0 და USB 3.0

3 დეკემბერი, 2014 • 2023
USB ფლეშ ბარათები  ქინგსტონისგან -Kingston DT microDuo с USB 2.0 და USB 3.0

ეს მოწყობილობა საინტერესოა კიდევ იმით, რომ აქვს საკმაოდ კომპაქტური ზომები და ერთდება პორტატულ მოწყობილობებთან  USB OTG (On-The-Go) მეშვეობით.

DataTraveler micro Duo-ს  ორი ტიპის მოდელი შეგიძლიათ შეიძინოთ – 16 გიგაბაიტიანი და 32 გიგაბაიტიანი. ასევე შესაძლებელია 2 სხვა ვარიანტის მოძებნაც: დიდის – 64გბ. და პატარა-8გბ.  პლანშეტთან და სმარტონებთან შეერთება შესაძლებელია მიკრო USB, ხოლო ნოუთბუქებთან და კომპიუტერთან – ჩვეულებრივი USB ჯეკით.

მოდით, განვიხილოთ ეს ფლეშ დამგროვებელი უფრო დეტალურად.

მაგალითად, 32 გიგაბაიტიანი მოდელი: ამ მოცულობიდან შესაძლებებლია 29 გიგაბაიტზე მეტი ადგილის დაკავება. ჩაწერის სიჩქარე იქნება 7-8 მბ/წ და წაკითხვის 22-23 მბ/წ, სრულიად საკმარისია, რომ კარგ დონეზე ვაჩვენოთ ვიდეო Full HD ფორმატში ან HD ფორმატში პირდაპირ დამგროვებლიდან. თუმცა საჭირო იქნება მეხსიერების ფორმატირება exFAT ფაილის სისტემაში. ვინაიდან სმარტფონების ზოგი მოდელი არ აღიქვამს ამ სისტემას და მასზე 4 გიგაბაიტზე მეტი მოცულობის ვიდეოს ჩაწერა შეუძლებელია. სიჩქარე, რომლითაც ხდება ფაილების დაკოპირება სმარტფონებში, ისეთივეა, როგორც კომპიუტერებში, ხოლო რაც შეეხება ჩაწერას, ეს ცოტა უფრო რთულია –  5-6 მბ/წ. მაგრამ დამეთანხმებით, სხვაობა არც თუ ისე საგანგაშოა.

საინტერესოა ასევე სმარტფონის ელემენტის გამოყენების ხანგრძლივობა: ქვემოთ მოყვანილ ცხრილში ასახულია პროცენტული თანაფარდობა, თუ რამდენ ენერგიას გახარჯავს სმარტფონი 2-საათიან  HD ვიდეოს ყურებისას ფლეშ დამგროვებელიდან და შიდა მეხსიერებიდან.

მოწყობილობა/პარამეტრები

შიდა მეხსიერება, %

USB -დამგროვებელი, %

ALCATEL ONETOUCH Idol X+

21

30

LG G2

15

20

უნდა აღვნიშნოთ, რომ როდესაც გამოვიყენებთ DataTravelermicroDuo დამგროვებელს ტელეფონის და ნოუთბუქის დასაკავშირებლად, თქვენი ტელეფონი იმუხტება. მაგრამ გახსოვდეთ, რომ ეს ძალიან ფრთხილად უნდა გააკეთოთ, ვინაიდან ძალიან მარტივია შესაერთებლის დაზიანება. უკეთესია მყარ ზედაპირზე შეაერთოთ, რათა არ დააზიანოთ  მოწყობილობა. მაგრამ ამგვარად ელემენტის დამუხტვა ყველა სმარტფონთან არ მოხერხდება, თუ ავიღებთ Fly IQ4405, LG G ProLiteDual, HUAWEI Ascend G6 ან AcerLiquid Z4 , ვნახავთ, რომ ისინი მარტივად დაიმუხტება,  ხოლო ისეთი სმარტფონებთან, როგორიცაა HTC One (M7) ან LG G2, ეს ფოკუსი არ გამოვა. შეიძლება ვივარაუდოთ,  რომ ყველაფერი დამოკიდებულია დენის მოთხოვნაზე.

ფლეშ დამგროვებელი DTmicro DUO თავსებადია როგორც USB 2.0 ჯეკთან, ასევე USB 3.0-თან

გარეგნულად ორივე დამგროვებელი განსხვავდება ლურჯი ფერის პლასტმასით.

მოდით, შევადაროთ სიჩქარე:

რითი განსხვავდება USB 3.0 – USB 2.0-ისგან:  როგორც ვხედავთ, მნიშვნელოვალი განსხვავება არის წაკითხვის სიჩქარეში 30მბ-დან 40მბ-მდე წამში, ჩაწერის სიჩქარეც ასევე გაზრდილია 20მბ-დან 30მბ-მდე წამში.

 

Kingston DT microDuo и microDuo 3.0: მახასიათებლები

 

იმისათვის, რომ ნათლად დაგანახოთ, თუ რა უპირატესობები აქვს ამ მოწყობილობას, გთავაზობთ იხილოთ ქვემოთ მოყვანილი ცხრილი, სადაც ასახულია USB 2.0 და USB 3.0 მახასიათებლების შედარება :

  • ორივე მოდელის ზომები იდენტურია – 28x16x9 მმ

  • სამუშაო ტემპერატურა ორივესთვის  0 – 60 °C დიაპაზონშია

  • პირველ და მეორე მოდელსაც აქვს უნიკალური მახასიათებელი – USB OTG თავსებადობა (სმარტფონების და პლანშეტების მეხსიერების გაფართოვება Android-ზე)     

  • USB 2.0  წაკითხვის/ჩაწერის სიჩქარე შეადგენს 30 გბ/წ და 20 გბ/წ;

USB 3.0 –  40 გბ/წ და 30 გბ/წ 

მასალების გადაბეჭდვის წესი