ახალი ამბები

უსუფაშვილი: უკრაინის მთავრობაში საქართველოში ძებნილი პირების დანიშვნა მიუღებელია

2 დეკემბერი, 2014 • • 982
უსუფაშვილი: უკრაინის მთავრობაში საქართველოში ძებნილი პირების დანიშვნა მიუღებელია

“დარწმუნებული ვარ, უკრაინის ხელისუფლება არ გადადგამდა ისეთ ნაბიჯს, რომელიც დააზარალებდა მის ურთიერთობას ევროკავშირთან, საქართველოსთან და სხვა კეთილგანწყობილ სახელმწიფოებთან. დარწმუნებლი ვარ, რომ არავის არ ვიხილვათ ისეთ ადამიანებს, რომლებზეც მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი დევნა გამოძიების პროცესში, იძებნებიან და ასე შემდეგ. ასეთი ჟესტი უკრანის ხელისუფლების მხრიდან იქნებოდა, რბილად რომ ვთქვათ, მიუღებელი და დარწმუნებული ვარ, ეს ასე არ იქნება. იმედი მაქვს, ეს საკითხი არ მივა იმ ტიპის გართულებებამდე, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობა დააზიანოს”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია კავკასიის ეთერში გადაცემაში “ბარიერი”. 

 

უსუფაშვილის განცხადებით, ყველას, ვინც იყვნენ ნაციოანალური მოძრაობის მთავრობაში, კრიმინალად შერაცხვა სამართლიანად არ მიაჩნია. უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს ჩადიოდნენ უსამართლობებს, ნდობის ხარისხი ძალიან დაბალი აქვს.

 

უკრაინის მთავრობაში განიხილება საქართველოს ყოფილი თანამდებობის პირების დანიშვნა  მაღალ თანამდებობზე. პრეზიდნეტმა პეეტრო პოროშენკომ ჯანდაცვის ყოფილ მინისტრ ალექსანდრე კვიტაშვილს უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა. პოროშენკოს ბლოკს კვიტაშვილის უკრაინის ჯანდაცვის მინისტრად დანიშვნა სურს და მისი კანდიდატურა პარლამენტს უკვე შესთავაზა.

მასალების გადაბეჭდვის წესი