ახალი ამბები

ონოფრიშვილი: დოლარი ყველა ვალუტასთან მიმართებაში მყარდება

2 დეკემბერი, 2014 • • 947
ონოფრიშვილი: დოლარი ყველა ვალუტასთან მიმართებაში მყარდება

გაუფასურება, დევალვაცია დოლარის მიმართ ხდება ყველა ვალუტის. რუსეთში საერთოდ კრიზისული მდგომარეობაა, მას არ ვეხებით. მყარდება დოლარი ყველა ვალუტასთან მიმართებაში, თუმცა საქართველოში თავისი სპეციფიკა არსებობს, რა თქმა უნდა. მაინც მგონა, რომ ძალიან მნიშვნელოვნად ალბათ აღარ უნდა გაიზარდოს. წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა მექანიზმები უნდა იყოს გამოყენებული”, – განუცხადა დავით ონოფრიშვილმა ‘კურიერს”.

 

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილმა საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 1.8605 შეადგინა, რის გამოც ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის ვარდნის შესაჩერებლად სავალუტო აუქციონზე დღეს 40 მლნ აშშ დოლარი გაყიდა. ლარი აშშ დოლართან მიმართებაში ერთი თვეა უფასურდება. კომერციულ ბანკებში 1 აშშ დოლარი ლართან მიმართებაში 1,86 –1,87 ნიშნულზეა, სავალუტო ჯიხურებში 1.85–ზეა.

დავით ონოფრიშვილი
დავით ონოფრიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი