ახალი ამბები

შსს: ყვარელში პოლიციელის მკვლელობაში მონაწილე სამი პირი დაკავებულია

2 დეკემბერი, 2014 • • 1285
შსს: ყვარელში პოლიციელის მკვლელობაში მონაწილე სამი პირი დაკავებულია

გამოძიების ცნობით, აღნიშნული პირები პოლიციელის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ ილია ს-ს დანაშაულის აღსრულებაში ეხმარებოდნენ. ივანე ი-მ 30 ნოემბერს, გამთენიისას, ინგლისიდან ჩამოსულ ილია ს-ს ცეცხლსასროლი იარაღი დაახვედრა და ავტომანქანით გადაადგილებაში ეხმარებოდა, ხოლო გიორგი ს-მ და გიორგი კ-მ განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს გარდაცვლილის საცხოვრებელი სახლი და მისი მოძრაობის მარშრუტი დაუდგინეს.

 

გამოძიებით ინფორმაციით, ივანე ი-მ დანაშაულის ჩადენის იარაღი- გადაჭრილი სანადირო თოფი, რომლიდანაც ილია ს-მ პოლიციელს ესროლა, კვალის დაფარვის მიზნით დაშალა და მდინარე დურუჯში გადააგდო. სამართალდამცველებმა აღნიშნული იარაღის ნაწილი მდინარიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს, აცხადებს პოლიცია.

 

პოლიციის მოწოდებული ინფორმაციით, ივანე ი. თბილისში, ბესიკის ქუჩაზე, გიორგი ს. თბილისში, პეკინის გამზირზე, ხოლო გიორგი კ. ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე დააკავეს და სამივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

 

გამოძიება განზრახ მკვლელობის დანაშაულში ამსრულებლისა და თანამონაწილის პასუხისმგებლობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 25-108-ე მუხლით).

ყვარელში პოლიციის მკვლელობაში მონაწილე პირები დააკავეს. 2.12.2014
ყვარელში პოლიციის მკვლელობაში მონაწილე პირები დააკავეს. 2.12.2014

მასალების გადაბეჭდვის წესი