ახალი ამბები

სოციალურად დაუცველებს გადაუხდელობისთვის ზამთარში გაზმომარაგება აღარ შეუწყდებათ

2 დეკემბერი, 2014 • • 1329
სოციალურად დაუცველებს გადაუხდელობისთვის ზამთარში გაზმომარაგება აღარ შეუწყდებათ

ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ სოციალურად დაუცველთა კატეგორიას მიკუთვნებული ოჯახი მიიჩნევს, რომ მათი ბუნებრივი გაზის აღრიცხვის კვანძი გამართულად არ მუშაობს ან ბინებში დამონტაჟებული გაზის გამათბობლების/გაზზე მომუშავე წყლის გამაცხელებლების გამართულობაში ეჭვი ეპარებათ, შეუძლიათ წერილობით მიმართონ „სოკარ ჯორჯია გაზს“.  კომპანიის  თანამშრომლები ადგილზე შეამოწმებენ აღრიცხვიანობის სისტემას და უსასყიდლოდ აღმოფხვრიან  ხარვეზს.


ანალოგიურ შეღავათებს მოსახლეობას სთავაზობს კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“, რაც ნიშნავს, რომ რეგიონების მსგავსად თბილისში მცხოვრები ყველა სოციალურად დაუცველი ოჯახი  შეძლებს ზამთარში დაგროვილი დავალიანების ეტაპობრივად გადახდას, ხოლო ბუნებრივი გაზის აღრიცხვიანობის სისტემა უსასყიდლოდ მოუწესრიგდებათ.


თბილისში სოციალურად დაუცველთა კატეგორიას 25 000-ზე მეტი ოჯახი მიეკუთვნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი