ახალი ამბები

საქართველოს ბანკის წინასაახალწლო შეთავაზება ახალი ბინის, მანქანის თუ ტექნიკის შესაძენად

2 დეკემბერი, 2014 • • 1477
საქართველოს ბანკის წინასაახალწლო შეთავაზება ახალი ბინის, მანქანის თუ ტექნიკის შესაძენად

ეს დამატებით შესაძლებლობას მისცემს მას, წინასაახალწლოდ შეიძინოს მისთვის სასურველი ნივთები, ავეჯი, ელექტროტექნიკა, აქსესუარები თუ პარფიუმერია, საქართველოს ბანკის პარტნიორ მაღაზიებში. 

 

მომხმარებელს, ვისაც სურს ახალ წელს სრულიად ახალი მანქანით შეხვდეს, საქართველოს ბანკი უნიკალურ პირობებს სთავაზობს ავტოსესხზე. 1 იანვრამდე, ავტოსალონიდან წამყვანი საავტომობილო ბრენდების მოდელებიდან სასურველი მანქანის შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელი გადაიხდის ყველაზე ნაკლებ ყოველთვიური გადასახადს, საჩუქრად მიიღებს მანქანის დაზღვევას და ფასდაკლებას საწვავზე. ამასთან, მომხმარებელი შეძლებს დაიბრუნოს 500-დან 3 500 აშშ დოლარამდე თანხა.  

 

მათ, ვისაც სურს განვადებით სარგებლობა, საქართველოს ბანკი დამატებით შესაძლებლობას აძლევს წინასაახალწლოდ. ის, ვინც 1 იანვრამდე ისარგებლებს საქართველოს ბანკის მომენტალური განვადებით ბანკის პარტნიორ მაღაზიებში განთავსებულ ბანკის წარმომადგენლებთან, დამატებით მიიღებს 500 ლარამდე ავტომატურად დამტკიცებულ სესხს უფრო მეტი საახაალწლო საჩუქრების შესაძენად. საქართველოს ბანკი მომხმარებელს სთავაზობს განვადების წერტილების ქვეყანაში ერთ–ერთ ყველაზე ფართო ქსელს და მომხმარებელზე მორგებულ, მოქნილ განვადების პირობებს. 

 

 იპოთეკურ ავტოსესხსა და განვადებაზე წინასაახალწლო შეთავაზების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ:  www.ipo.ge; www.ganvadeba.com; www.newauto.ge.

მასალების გადაბეჭდვის წესი