ახალი ამბები

მართვის მოწმობის გამოცდაზე დასარეგისტრირებელი დრო 1:30 საათით შემცირდა

2 დეკემბერი, 2014 • • 2048
მართვის მოწმობის გამოცდაზე დასარეგისტრირებელი დრო 1:30 საათით შემცირდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ თეორიულ გამოცდაზე მიღების პერიოდი საათნახევრით, 16:30-დან 15 საათამდე იმ მიზეზით შეამცირა, რომ ბოლო პერიოდში გამოცდების ჩაბარების მსურველთა ნაკადი გაიზარდა, რაც თეორიულ გამოცდაში დაგეგმილმა ცვლილებებმა გამოიწვია.

 

აღნიშნული რეჟიმი 10 დეკემბრამდე მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურულ ერთეულში გაგრძელდება. 2014 წლის 15 დეკემბრიდან შსს-ს მომსახურების სააგენტოში მძღოლობის კანდიდატები მართვის მოწმობის გამოცდას ახალი 3D ბილეთებით ჩააბარებენ.

 

სააგენტო აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ბილეთები გართულებულია, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ახალ ბილეთებში დახვეწილია კითხვის როგორც შინაარსი, ასევე ფორმა და ვიზუალური მხარე: გამოყენებულია სიტუაციის აღმწერი ვიდეორგოლები, რის საშუალებითაც მართვის მოწმობის მსურველს სიტუაციის უკეთესად აღქმისა და  გაანალიზების საშუალება ეძლევა.

შსს-ს მომსახურების სააგენტო
შსს-ს მომსახურების სააგენტო

მასალების გადაბეჭდვის წესი