ეკონომიკა

საქართველოს ბანკის კრედიტები მცირე ზომის ჰესების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის

1 დეკემბერი, 2014 • • 1722
საქართველოს ბანკის კრედიტები მცირე ზომის ჰესების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის

საქართველოს ბანკსა და გერმანიის განვითარების ბანკს (KfW) შორის გაფორმებული 25 მლნ ევროს მოცულობის სასესხო ხელშეკრულება შესაძლებლობას აძლევს დაინტერესებულ ინვესტორს, ისარგებლოს გრძელვადიანი ფინანსური რესურსით ე.წ. განახლებადი ენერგიის პროექტის განხორციელებისთვის – ძირითადად მცირე ზომის ჰიდროელექტროსადგურების აშენებისა და რეაბილიტაციისთვის. ხსენებული დაფინანსება ასევე გულისხმობს ძვირადღირებულ ტექნიკურ მხარდაჭერას სრულიად უსასყიდლოდ. ტექნიკურ მხარდაჭერას განახორციელებს ავსტრიული კომპანია „Posh & Partners”-ი რომელიც გაუწევს მსესხებელს საკონსულტაციო მომსახურებას როგორც მშენებლობის/რეაბილიტაციის დაწყებამდე, ასევე დაწყების შემდეგ. 

ირაკლი გილაური
ირაკლი გილაური

 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური და გერმანიის განვითარების ბანკის, კავკასიის რეგიონის დირექტორი ლარს ორმანი. 

კახა კალაძე
კახა კალაძე

 

საქართველოს ბანკს  ენერგეტიკის სექტორის დაფინანსების გამოცდილება აქვს. 2014 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს ბანკის კორპორატიული საბანკო მომსახურების მთლიანი სესხების პორტფელის 8.1%-ი, ენერგეტიკის სექტორზე მოდის. 

მასალების გადაბეჭდვის წესი