ეკონომიკა

კვირიკაშვილი ლარის კურსზე: საპანიკო აქ არაფერი არ არის

1 დეკემბერი, 2014 • • 1148
კვირიკაშვილი ლარის კურსზე: საპანიკო აქ არაფერი არ არის

მინისტრის თქმით, არც სახელმწიფო და არც მოსახლეობა პანიკას არ უნდა აყვეს: 

 

“უამრავი ფაქტორი ახდენს ლარის კურსზე გავლენას და, რა თქმა უნდა, სახელმწიფო არავითარ შემთხვევაში არ უნდა აყვეს იმ სპეკულაციებს და პანიკას, რაც ხდება. რამდენადაც ვიცი, ეროვნული ბანკი ახორციელებს ზომიერ ინტერვენციებს იმისთვის, რომ ნახტომისებური ცვლილებები არ მოხდეს და მე მგონია, რომ იმის იქით სახელმწიფოს ჩარევა არ არის მიზანშეწონილი. ასევე მოვუწოდებ ყველას, რომ არ იყოს პანიკა. პანიკა ასეთ შემთხვევაში ყოველთვის ცუდად მოქმედებს. არაფერი საპანიკო აქ არ არის” .



ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში სავალუტო ჯიხურებში 1,84 ნიშნულზეა. ლარის გასამყარებლად ეროვნულმა ბანკმა ინტერვენცია ბაზარზე მხოლოდ ერთხელ განახორციელა. 


25 ნოემბერს სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 1.8192 შეადგინა. ლარი მხოლოდ ერთი დღით გამყარდა.  


გიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი