ახალი ამბები

იარაღის უკანონო შენახვისა და პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით პირი დააკავეს

30 ნოემბერი, 2014 • • 1202
იარაღის უკანონო შენახვისა და პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით პირი დააკავეს

შსს–ს ცნობით, დაკავებულმა მიმდინარე წლის 19 ნოემბერს თბილისში, ვაზისუბნის რაიონში „ა-კა-ეს“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა, რის შემდეგადაც შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწია და მიიმალა.

პოლიციის ინფორმაციითვე, სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ის რამდენიმე დღეში წალკაში დააკავეს. შემთხვევის ადგილიდან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და მასრები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების, ხულიგნობის და პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე მიმდინარეობს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი