ახალი ამბები

უსუფაშვილი: ვეთანხმები თუ არა მიღებულ კანონს, ვალდებული ვარ ხელმოწერით გავუგზავნო პრეზიდენტს

29 ნოემბერი, 2014 • • 1125
უსუფაშვილი: ვეთანხმები თუ არა მიღებულ კანონს, ვალდებული ვარ ხელმოწერით გავუგზავნო პრეზიდენტს

“მე როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს, წევრს მაქვს ხმის უფლება კანონზე ხმის მიცემის დროს. რაც შეეხება შემდგომ პროცედურებს, მიღებული კანონები, კონკრეტულად მოსმენებთან დაკავშირებით, რომლისთვისაც მე ხმა არ მიმიცია პირველი და მეორე მოსმენის დროს და პარლამენტმა დაასრულა მათზე მუშაობა, ის ჩემი ხელმოწერით გაიგზავნა ქვეყნის პრეზიდენტთან. მე ვეთანხმები თუ არა პარლამენტის მიღებულ კანონს, მე ვალდებული ვარ ხელმოწერით გავუგზავნო პრეზიდენტს. ეს პრეზიდენტს აქვს უფლება, რომ თავის შენიშვნებით უკან დააბრუნოს ან მოაწეროს ხელი და კანონად აქციოს. მაგრამ სულ ბოლოში, თუ პარლამენტმა ვეტო დაძლია და პრეზიდენტმა მაინც გადაწყვიტა, რომ ხელი არ მოაწეროს, მისი ეს გადაწყვეტილება არის მისი უფლება”,- განაცხადა უსუფაშილმა “იმედთან” საუბრისას.

 

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს საკუთარი შენიშვნები უკვე წარუდგინა. პრეზიდენტის შენიშვნები რამდენიმე ძირითად პრინციპს ითვალისწინებს – შინაგან საქმეთა სამინისტრო და მისი ერთ-ერთი დანაყოფი იქნება ის ორგანო, რომელიც უშუალოდ განახორციელებს ფარულ მიყურადებასა და მოსმენას, ხოლო ნებართვას უკვე ელექტრონული თანხმობის სახით გასცემს სასამართლო, რაც მისივე თქმით, ამ პროცესში აძლიერებს სასამართლოს როლს; აღნიშნულ პროცესზე კი ზედამხედველობას განახორციელებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი. როგორც დავით პატარაიამ აღნიშნა, უნდა მოხდეს ფუნქციების დაყოფა, რათა უზრუნველყოფილი იქნას უსაფრთხოებასა და თავისუფლებას შორის სწორი ევროპული ბალანსის დამკვიდრება.

საქართველოს პრეზიდენტმა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონებს ვეტო დაადო. ვეტოს დასაძლევად 76 ხმაა საჭირო.

მასალების გადაბეჭდვის წესი