ახალი ამბები

დაკავება აეროპორტში ნიდერლანდებიდან ნარკოტიკების შემოტანის ბრალდებით

29 ნოემბერი, 2014 • • 1584
დაკავება აეროპორტში ნიდერლანდებიდან ნარკოტიკების შემოტანის ბრალდებით

პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულმა ნარკოტიკები ნიდერლანდის სამეფოდან შემოიტანა და დაკავების მომენტში თავადაც ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

 

“სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი და ზურგჩანთის ჩხრეკისას ამოიღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები, რომლებიც ექსპერტიზის დასკვნით: 0,2243 გრ კანაფის ფისს, 0,2312 გრ ნარკოტიკულ ნივთიერება მდმა-ს (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს), 17,05 გრ ნარკოტიკულ საშუალება პსილოციბინს წარმოადგენს. ასევე ამოღებულია 4,7344 გრ ნარკოტიკული ნივთიერება კათინის (ნორფსევდოენფედრინის) შემცველი 2 აბი და 3 ნატეხი, 1,2 გრ გამომშრალი მარიხუანა და 6 ცალი ორცხობილა, რომელიც ნარკოტიკულ საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლს შეიცავს”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

 

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი