ახალი ამბები

ანონსი– 29 ნოემბერი

28 ნოემბერი, 2014 • • 1020
ანონსი– 29 ნოემბერი

10:30 „სამოქალაქო აქტივობის კლუბის თავმჯდომარე“ მელორ ვაჩნაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს და ისაუბრებს, რეალურად რა მოხდა მოხდა გაფიცულ რკინიგზელებთან შეხვედრაზე. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი ეკა გულუა: 599 726565;

 

11:00 მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პეტრე მამრაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს; 


13:00 ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალური მმართველი გია ბენაშილი ბერი ანდრიას ფონდს ესტუმრებიან.მისამართი: დიდი დიღომი, მირიან მეფის 26 ნომერთან (ხელმარცხნივ), საკონტაქტო პირი : ირაკლი გაფრინდაშვილი 599 56 18 47;


13:00 შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის რაიონულ მენეჯერებს შეხვდება და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სისტემაში გატარებულ რეფორმებზე, ასევე მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრებს. მის: მ. ასათიანის 9, თბილისი საკონტაქტო ტელეფონი: 599 12 00 09;


 14:00გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ოფისში მართავს მრგვალ მაგიდას: 

“ქალთა ჩართულობა საარჩევნო პროცესში.”  შეხვედრაზე განხილული იქნება საარჩევნო პროგრამებში ქალთა საჭიროებების  სრულფასოვნად ასახვისა და პოლიტიკურ პროცესში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის საკითხები. მისამართი: გორი, სტალინის 7; დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით გელა ბოჩიკაშვილს ტელ: 577 75 10 64;


20:00 საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ცნობილი ქართველი მომღერლის ეთერ კაკულიას შემოქმედებითი საღამო გაიმართება. ფილარმონიის დიდისაკონცერტო დარბაზის წინ მომღერლის ვარსკვლავი გაიხსნება. ღონისძიებებს საზეიმო ფოიერვერკი დაასრულებს;


 

მასალების გადაბეჭდვის წესი