ახალი ამბები

უსუფაშვილი: “მაფარებენ თვალზე სასამართლოს გადაწყვეტილებაში ჩაწერილ ფრაზას”

28 ნოემბერი, 2014 • 1015
უსუფაშვილი: “მაფარებენ თვალზე სასამართლოს გადაწყვეტილებაში ჩაწერილ ფრაზას”

“როგორ ხდება ის, რომ საქართველოს სასამართლო იღებს განჩინებას, რომელშიც წერს, რომ უგულავას საქმის განხილვა უნდა გადაიდოს. რატომ, იცით? იმიტომ რომ თურმე პარლამენტის წევრთა ერთი ნაწილი, ამ შემთხვევაში ოპოზიციიდან წარმოდგენილები, მათი დაკითხვაა საჭირო, მათ იცავთ იმუნიტეტი, ეს ვერ ხერხდება და ამჟამად მიმდინარეობს დიალოგი საქართველოს პარლამენტთან ხსენებული პირების საგამოძიებო ორგანოში დაკითხვის მიზნით დაბარებაზე ნებართვის გაცემის თაობაზე, რაც გონივრულ დროს მოითხოვს და ვერ ხერხდება.

 

და რა ხდება მერე? მერე ჩვენი პატივცემული კოლეგა გიორგი კანდელაკი ამ ფრაზას თარგმნის მსოფლიოს ყველა ცოცხალ და არაცოცხალ ენაზე და გზავნის ყველგან. ჩავდივართ მერე და ვდგავარ იქ პირდაღებული, როცა მეუბნებიან, რომ რა დიალოგი მიდის ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ,  თქვენთან, მათი დაკითხვის, თუ წარმოდგენის,  ნებართვის გაცემის თუ აქტიურ დიალოგშია თურმე შემოსული პროკურორი თურმე ჩვენთან. და მერე ვლაპარაკობთ, რომ არა ბატონო, რა პოლიტიზირება, რის პოლიტიზირება, რა ჩემი საქმეა ვის დაკითხავენ, ვის წაიყვანენ და ასე შემდეგ; და მაფარებენ თვალზე სასამართლოს გადაწყვეტილებაში ჩაწერილ ფრაზას, რომელიც მოსამართლეს არ დასიზმრებია, რომლიც პროკურორმა მიუტანა იქ, როგორც რაღაციდან გამოსავალი.


ამიტომ, აქ კითხვა, რა ხდება, ვინ ამარაგებს ბატონ კანდელაკს მისი სასურველი ფრაზეოლოგიით და ჩანაწერებით და გამოსვლებით და ა.შ. რაშია საქმე, ეს საკითხები უნდა მოვიკითხოთ ჩვენ და ჩვენი გადასაწყბეტია იცოდეთ,”- განაცხადა უსუფაშვილმა.


დავით უსუფაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოვიდა, სადაც  მეორე მოსმენით განიხილება ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი, რაზეც უმრავლესობაში აზრი ორად გაიყო. ფარულ მოსმენებზე ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის პროექტი პარლამენტმა გუშინ პირველი მოსმენით მიიღო, ხოლო ვახტანგ ხმალაძის პროექტი ჩააგდო.

მასალების გადაბეჭდვის წესი