ახალი ამბები

უსუფაშვილი: ძლიერი პოლიციიდან ძლიერ სახელმწიფომდე პირდაპირი გზა არ არსებობს [Video]

28 ნოემბერი, 2014 • • 1114
უსუფაშვილი: ძლიერი პოლიციიდან ძლიერ სახელმწიფომდე პირდაპირი გზა არ არსებობს [Video]

“რა მოხდა, როცა უმრავლესობის წრიდან ორი კანონპროექტი იყო ინიცირებული? დაიქცა ამით ქვეყანა თუ აშენდა დემოკრატია საქართველოში? არც ერთი, არც მეორე! შევხედოთ ამ ყველაფერს მშვიდად და ნორმალურად. საინტერესო აჟიოტაჟი შევნიშნე: აი, ხომ არ არის დრო, როცა რაღაც ხდება. არა, ბატონებო, არ არის ის დრო. იმ დროზე ბევრი ოცნებობს პოლიტიკურ სპექტრში სხვადასხვა მიმართულებით. გპირდებით, იმედი უნდა გაგიცრუოთ.


ფრაქცია რესპუბლიკელებმა ავიღეთ პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის წინაშე. ავიღეთ პასუხისმგებლობა ამ კოალიციაში გაწევრიანებით, მისი დამაარსებლის ბიძინა ივანიშვილის წინაშე და ავიღეთ პასუხისმგებლობა ჩვენი პარტნიორების წინაშე. რა არის ეს პასუხისმგებლობა? ეს არის ის, რისთვისაც შევთანხმდით. ის, რისთვისაც შევთანხმდით, ასახულია კოალიციის საარჩევნო პროგრამაში. აქ ვრჩებით დღეს, თუნდაც დღესაც და ხვალაც ალტერნატიული ხედვები გვქონდეს. ამიტომ ეს თემა დახურულად გამოვაცხადოთ და ცხოვრება გავარგრძელოთ ასე.


რა ხდება, როცა კიოალიციის წევრები ხმას აძლევენ განსხვავებულად. აქ ხდება ის, რომ საქართველოში იბადება პარლამენტი და საქართველოში სრულდება საბჭოთა უზენაესი საბჭოს ეპოქა, როდესაც სადღაც სხვა წყვეტდა რაღაცას და დარბაზში ეს ნოტარიულად უნდა გაფორმებულიყო.

 

რაც შეეხება კანონპროექტს, მინდა ყველამ იცოდეს, კოალიციის მომხრებმაც, მოწინააღმდეგეებმა, კოალიციის წევრებმა, რესპუბლიკურმა პარტიამ დაიცვა ყველა წესი და ეთიკის ყველა ნორმა ამ კონკრეტულ საკითხზე ამ ფორმატში, რაც არის კოალიციის შიგნით. ამ თემაზეც მინდა, რომ დასრულდეს სპეკულაციები. 

 

რატომ მივეცი მე ხმა ვახტანგ ხმალაძის პროექტს და და რატომ არ მივეცი ხმა ბესელია–ფოფხაძე–სესიაშვილის პროექტს? – იმიტომ, რომ იმ პროექტის მე მჯერა, რომ ის მიდგომა არის სწორი და ისიც მჯერა, იმ მიდგომამდეც მივალთ. შესაძლოა ახლა მზად არ აღმოჩნდა კოალიცია, მთავრობა და პარლამენტი. აქეთ მიდის მთელი ცივილიზებული სამყარო, ევროპა და ასეც მჯერა, ჩვენც აქამდე მივალთ. ის არგუმენტები, რომ არის რამდენიმე ქვეყანა, სადაც შს სამინისტროში არის განთვსებული ე.წ. გასაღები, ეს გასაღები გახდა მითიური პრობლემა და რიგი პრობლემები შექმნა ტერმინოლოგიურმა უზუსტობამ.

 

დიახ, რამდენიმე ქვეყანაში ეს ასეა, მაგრამ ყველას ვთხოვ, კარგად ჩახედოს რა ხდება იქ, ვინ არის და როგორია ის შინაგან საქმეთა სამინისტროები იმ ქვეყნებში და შევადაროთ იმას, რაც გვაქვს ჩვენ დღეს, სამწუხაროდ, მემკვიდრეობით რაც გვერგო ხელისუფლების მხრიდან. პოლონეთში შინაგან საქმეთა სამინისტრო არჩევნებს ატარებს. საარჩევნო კომისიების ფუნქციას ასრულებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, თვითმმართველობებს განაგებს. იმ სამინისტროში არ არის კონტრდაზღვევის სამსახურები, ის გარეთ არის გასული. რა გვერგო ჩვენ მემკვიდრეობით და რას ვწერთ ჩვენ ჩვენს პროგრამაში, რითაც წარვსდექით ამომრჩევლის წინაშე ორი წლის წინ და რასაც დავპირდით საზოგადოებას, ჩვენ ვწერდით ჩვენს პროგრამაში, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემა ამჟამად მხოლოდ საპოლიციო და უშიშროების სამსახურებთან არის გაიგივებული. ამ სამსახურების შერწყმით შეიქმნა სტრუქტურა, რომელიც არავითარ კონტროლს არ ექვემდებარება. გამჭვირვალეა მხოლოდ შუშის შენობები და არა – სამინისტრო.

 

რას ვთავაზობდით ჩვენ საზოგადოებას, რატომ მოგვცეს ჩვენ ხმა? აუცილებელია შსს-ს გარდაქმნა საშინაო საქმეთა სამინისტროდ და სამოქალაქო სამსახურად ჩამოყალიბება, რომელიც მმართველობას განახორციელებს საშინაო პოლიტიკის მნიშვნელოვან სფეროებში. აუცილებელია პოლიციური საქმინობით საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმის უზრუნველყოფა. აუცილებელია შსს სისტემიდან გამოიყოს უშიშროების სამსახური და შეიქმნას ერთიანი დამოუკიდებელი უსაფრთხოების სამსახური. თავისი შინაარსით, სტრუქტურით, ფორმით, კადრების ოპტიმალური რაოდენობით, კვალიფიციური თანამშრომლებით. უსაფრთხოების სამსახურის უფროსს საქართველოს პარლამენტი უნდა ამტკიცებდეს სახელმწიფო უმაღლესი პირის წარდგინებით. ეს დავპირდით ჩვენს ხალხს.

 

ამ დღეებში ამ საკითზე საუბრისას და სპეკულაცია თემაზე, ვინ ანგრევს შს სამინისტროს, ვინ აშენებს და ვის სურს გააძლიეროს შს სამინისტრო, დასრულდეს ამ თემაზე სპეკულაციები. უსაგნო საუბრებია, უსაგნო. ვილაპარაკოთ საქმეზე.

 

საქმე მდგომარეობს შემდეგში: შსს-ს დებულება, რომელიც ჩვენი მთავრობის პირობებშია დამტკიცებული ერთი წლის წინ დაახლოებით, რას გვეუბნება: შს სამინისტრო არის აღმასრულებელი ხელისუფლების განმახორციელებელი გასამხედროებული სამართალდამცავი დაწესებულებების სისტემა. თუ რომელიმე ქვეყანაში ასეთ შს სამინისტროს მიპოვით, მაშინ გავჩერდები. ამასობაში ჩვენვე ვთქვით, რომ ის, რაც შექმნეს ამ ხალხმა [ნაციონალურმა მოძრაობამ] და რითაც დააქციეს ეს ქვეყანა, ის სისტემურად უნდა შეგვეცვალა და ეს უნდა შევცვალოთ. მე მგონი, ამ დებატებმა ეს გამოავლინა.

 

სისტემა უნდა გავასწოროთ. ამასობაში, არა ისე, როგორც მე მინდა, ან რესპუბლიკელებს როგორც გვინდა, არამედ ისე, როგორც კოალიცია “ქართული ოცნება” დაპირდა საზოგადოებას. რა უნდა გაეკეთებინა ამ მიმართულებით? გასამხედროებული დაწესებულება, სამინისტრო ეს სულ ორ სამ ქვეყანაშია დარჩენილი. ვნახოთ, პოლონეთში და სხვაგანაც, ეს ყველაფერი როგორ არის მოწყობილი. სამხედრო უწყება არ გვაქვს გასამხედროებული, თავდაცვის სამინისტროშია სამოქალაქო სისტემა სათავეში და მერე არის სამხედრო ქვედანაყოფები.

 

ამიტომ მე შასაძლოა ვიფიქრო, ხმა მივცე ამ კანონპროექტს, რომელსაც არ ვეთანხმები, ოღონდ იმის სანაცვლოდ, რომ თითოეული თქვენგანი მპირდება იმას, რომ ხმას აძლევთ ჩვენს მიერ ხალხისთვის მიცემული პირობის შესრულებას და ვიწყებთ მუშაობას შსს-ს წარმომადგენლებთან ერთად ამ დაპირების შესასრულებლად და ამ უწყების გასამართად, რომ მოვაცილოთ მას ძველი გადმონაშთი პრობლემები, რაც მოყვება მის რეპუტაციას და ჩავაყენოთ ის საზოგადოების სამსახურში. 

 

კონცეფცია იმის შესახებ, რომ ძლიერი პოლიცია არის ძლიერი სახელმწიფოს წინაპირობა, არასწორია, მეგობრებო. ძლიერი პოლიციიდან ძლიერ სახელმწიფომდე პირდაპირი გზა არ არსებობს, თუ ამ გზამ არ გაიარა ძლიერ მოქალაქეზე, ძლიერ ინსტიტუტებზე, ძლიერ კანონზე და ძლიერ ბიზნესსისტემაზე, ძლიერ პარლამენტზე და ძლერ მთავრობაზე და თვითმმართველობაზე, ძლიერ პიროვნებაზე და ასე შემდეგ. ამიტომ აქ არ არის მარტივად საქმე, რომ ვიღაც სახელმწიფოს აშენებს და ვიღაც არ ფიქრობს ამ თემებზე.

 

მე გთავაზობთ, ფუნდამენტურად მივხედოთ ამ საკითხებს. არა მხოლოდ შსს-ს საკითხს, არამედ პროკურატურის საკითხს. თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმის განხილვის დროს ერთად აღმოვაჩინეთ, რომ იუსტიციის მინისტრი, რომელსაც ეს უწყება ფორმალუარდ ექვემდებარება, აღმოჩნდა ყველაზე ცუდად ინფორმირებული. მოდი, ვაღიაროთ, რომ რაღაცები შეგვეშალა ამ თვალსაზრისით.

 

ადეიშვილზე შეშინებულებმა, რომ იუსტიციის მინისტრი არასწორად მართავდა პროკუარტურას, დააქცია ბევრი რამ აქეთ, პრაქტიკულად გავწყვიტეთ ხაზი მინისტრსა და პორკურატურას შორის და მივიღეთ სერიოზული პრობლემები. იმიტომ, რომ ვის უნდა მოვკითხოთ პოლიტიკურად რა ხდება ამ უწყებაში და როგორ მიდის საქმე არ კონკრეტულ საქმეში ვინ დაიჭირეს და ვინ გაუშვეს და როგორ არის, არამედ საერთოდ რა ხდება, აღარ დარჩა. სამაგიეროდ დარჩა სხვა რამ და მე მინდა თქვენთან ერთად მოვიკითხო და თუ ხმას მივცემ ამ კანონპროექტს, მინდა რომ ხმა მომცეთ იმაში, რომ გავარკვიოთ რა ხდება, როგორ ხდება ის, რომ საქართველოს სასამართლო იღებს განჩინებას, რომელშიც წერს, რომ უგულვას საქმის განხილვა უნდა გადაიდოს, რატომ იცით? იმიტომ, რომ თურმე პარლამენტის წევრთა ერთი ნაწილი, ამ შემთხვევაში ოპოზიციიდან წარმოდგენილები, მათი დაკითხვაა საჭირო, მათ იცავს იმუნიტეტი, ეს ვერ ხერხდება და ამჟამად მიმდინარეობს აქტიური დიალოგი საქართველოს პარლამენტთან ხსენებული პირების საგამოძიებო ორგანოში დაკითხვის მიზნით დაბარებაზე ნებართვის გაცემის თაობაზე, რაც გონივრულ დროს მოითხოვს და ვერ ხერხდება. მითხარით, აგერ ხართ მთელი პარლამენტი, ვისთან მიდის ეს აქტიური დიალოგი? – არავისთან. ვიღაცა გონიერმა პროკურორმა მოძებნა მიზეზი, თუ საბაბი იმისა, რომ საქმეზე ვადის გაგრძელების რაღაცა შეიქმნას საფუძველი.

 

და რა ხდება მერე, მერე ჩვენი პატივცემული კოლეგა გიორგი კანდელაკი ამ ფრაზას თარგმნის მსოფლიოს ყველა ცოცხალ და არაცოცხალ ენაზე და აგზავნის ყველგან და ჩავდივართ მერე და ვდგავარ პირდაღებული, როცა მეუბნებიან, რომ რა დიალოგი მიდის, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარე, თქვენთან მათი დაკითხვის თუ წარმოდგენის თუ ნებართის გაცემის თუ აქტიურ დიალოგშია შემოსული პროკურორი თურმე ჩვენთან. და მერე ვლაპარაკობთ, რომ არა, ბატონო, რა პოლიტიზირება, რის პოლიტიზირება, რა ჩემი საქმეა ვის დაკითხავენ, ვის წაიყვანენ და ასე შემდეგ და მაფარებენ თვალზე სასამართლოში გადაწყვეტილებაში ჩაწერილ ფრაზას, რომელიც მოსამართლეს არ დასიზმრებია, რომელიც პროკურორმა მიუტანა იქ, როგორც რაღაციდან გამოსავალი.

 

ამიტომ მაქვს კითხვა – რა ხდება? ვინ ამარაგებს ბატონ კანდელაკს მისთვის სასურველი ფრაზეოლოგიით და ჩანაწერებით და გამოსვლებით და ასე შემდეგ? რაშია საქმე? ეს საკითხები უნდა მოვიკითხოთ ჩვენ და ჩვენი გადასაწყვეტია იცოდეთ. ამიტომ, თუ ხმას მივცემ მე ამ კანონპროექტს, მე ველი თქვენს მხარდაჭერას იმაში, რომ ეს საკითხები მოწესრიგდეს, ველი თქვენს მხარდაჭერას იმაში, რომ ჩვენ უახლოეს ხანებში მოვიწვევთ სათანადო თანამდებობის პირებს სამართალდამცავი სისტემიდან და დავუსმვამთ ასეთ კითხვას – სამართალდამცავი სისტემა სანახევროდ არის თუ არა უკვე მზად მოწმის დასაკითხად იმ ახალ გარემოებებში და ახალი სისტემით, იმ კანონის შესაბამისად, რომელიც ჩვენ ორჯერ გადავდეთ უკვე. ბოლოს ჩვენ ის გადავდეთ შარშან ამ დროს, გახსოვთ, გადავდეთ ორი წლით, იმიტომ რომ სისტემა არ იყო მასზე გადასასვლელად მზად. ორი წლიდან გავიდა ერთი წელი. მე მგონი გვაინტერესებს ვიკითხოთ, ეს იგი ამ ნახევარი დროის განმავლობაში ნახევრად მზად არის თუ არა სისტემა ამ საქმეზე გადასასვლელად. ეს უნდა მოვიკითხოთ და გავარკვიოთ. მე არ მგონია, რომ თუ ამ კითხვას ჩვენ დავსვამთ, ამით ვინმეს ვასუსტებთ. მე მგონია რომ ჩვენ ამითი ვაძლიერებთ ქართულ სახელმწიფოს და ერთმანეთს. და ეს სპეკულაციები იმის თაობაზე, რომ თუ ვინმეს რამე წამოსცდება უარყოფითი, რამე ისეთი ტაბუდადებული თემების თუ პირების მიმართ მაშინ ეს არის ქვეყნის ღალატი და სახელმწიფოს ასე შემდეგ.. არ ვიცი აბუჩად აგდება.

 

ჩვენ გვჭირდება ძალიან ძლიერი სპეცსამსახურები. მაგრამ სპეცსამსახურები გვჭირდება არა პოლიტიკური გადაწყვეტილებების მისაღებად, რომელსაც ხანდახან გვაცნობებენ ჩვენ და უნდა შევასრულოთ, არამედ ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მისაღებად კვალიფიციური ანალიზის და ინფორმაციის მოსაწოდებლად. მე მქონია შემთხვევები, როდესაც მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება უცნობებიათ აქ. არ მქონია შემთხვევა, როდესაც პოლიტიკური გადაწყვეტილებების მისაღებად კვალიფიციური, ფაქტობრივი და ანალიტიკური მასალა მიგვიღია. აქ ხართ ყველანი პარლამენტში. არა და ჩვენ ვართ ის ხალხი, ვინც ვიღებთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, ამიტომ თუ გვინდა დემოკრატიული სახელმწიფო, თუ არ გვინდა, რომ ისევ დაგვიცდეს ფეხი იმ მოლიპულ ბილიკზე, რომელიც უნდა გავიაროთ, თუ არ გვინდა რომ აი, ამათ დღეში აღმოვჩნდეთ, ამ ხალხის, ოდესმე, ნელ-ნელა შუმჩნევლად, სწორ გზაზე უნდა დავაყენოთ ყველა სისტემა. და ამ სისტემის დასაყენებლად სწორ გზაზე, რა თქმა უნდა არ არის საკმარისი დღევანდელი კანონის ისეთი მიღება თუ ასეთი მიღება…

 

ამ კანონმა და ამ კანონზე მსჯელობამ გამოავლინა, გამოაჩინა ძალიან ბევრი პრობლემაც და უკეთესი მხარეც და კარგი მხარეც ამ ჩვენი ურთიერთობის და დაგვხვეწა და მე მგონი ერთი საფეხურით მაღლა ავედით ჩვენ, როგორც პარლამენტი, ამიტომ მე ყველას გთავაზობთ, ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, ამ კანონპროექტის გამო ნუ შეველეწებით ერთმანეთს. ნურც უმრავლესობის შიგნით და ნურც აღმასრულებელი ხელისუფლება და პარლამენტი, ნურც პრეზიდენტი და პარლამენტი, ნურც არასამთავრობო სექტორი და პოლიტიკური ელიტები და ა.შ. პირიქით ეს იყოს ის ეტაპი, როდესაც შესაძლოა რაღაც არის მიღწეული არც ყველაზე უკეთესი და არც ყველაზე სასურველი, რაც შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ თუ შევჯერდებით ჩვენ იმაზე, რომ ამ სისტემურ პრობლემებს და სისტემურ საკითხებს ერთად მოუვლით, არა იმ პრობლემებს, რომელიც ჩვენ შევქმენით, არამედ იმ პრობლემებს, რომელიც ჩვენ მემკვიდრეობით გვერგო სისტემური, მაგრამ მათ გამოსასწორებლად ვერ მოვიცალეთ. ამასობაში ვერ მოვიცალეთ ჩვენ ამაზე ბევრი გვისაუბრია.

 

ჩვენ ვთქვით, რომ ადგილობრივი არჩევნების დასრულების შემდეგ მოვიცლიდით ამისთვის. დასრულდა ადგილობრივი არჩევნები, დასრულდა პოლიტიკური ციკლი, ახლა ზუსტად დრო არის, ახლა არის ზუსტად დრო ყველამ ამ მიმართულებით გავიხედოთ და ყველა სხვა წვრილმან საკითხებზე გვეყოს პოლიტიკური გამჭრიახობა და ინტუიციაც, რომ მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები,” – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი