ახალი ამბები

„სიცოცხლის ხის“ დაფინანსებით ჟესტური ონლაინლექსიკონი და ვებგვერდი შეიქმნა

28 ნოემბერი, 2014 • • 1063
„სიცოცხლის ხის“ დაფინანსებით ჟესტური ონლაინლექსიკონი და ვებგვერდი შეიქმნა

საქართველოში პირველი ჟესტური ონლაინლექსიკონი შეიქმნა „საქართველოს ყრუთა კავშირის“ მიერ, ფონდის „სიცოცხლის ხე“ პირველი საგრანტო კონკურსის ფარგლებში.


პირველი ჟესტური ონლაინლექსიკონი სკოლამდელი ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. ონლაინლექსიკონში არსებული სიტყვებით საქართველოში მცხოვრები სმენის პრობლემის მქონე ბავშვები, მათი მშობლები, ოჯახის წევრები და ინკლუზიური სკოლები შეძლებენ ერთად დაეუფლონ ჟესტურ ენას. შშმ ბავშვმა კი ისწავლოს როგორც ქართული, ასევე ჟესტური ენა. ენის არცოდნის გამო ბავშვებს აღარ მოუწევთ სრულ იზოლაციაში ყოფნა. 


ფონდმა „სიცოცხლის ხე“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად მიმდინარე წელს ორი საგრანტო კონკურსი გამართა, რომელთა ფარგლებშიც დააფინანსა 24 პროექტი და 500 000 ლარზე მეტი მოცულობის თანხა გამოყო.


“ნაწილი პროექტებისა განხორციელდა, ხოლო ნაწილის განხორციელება მიმდინარეობს. საგრანტო კონკურსის ყველა გამარჯვებულ პროექტს ზრუნვისა და კეთილი საქმის კეთების სიმბოლო – „სიცოცხლის ხის“ სტატუსი ენიჭება.

 

ფონდი „სიცოცხლის ხე“ საქართველოს ბანკის მიერ 2008 წელს დაარსებული საქველმოქმედო ფონდია. ფონდის მიზანია მხარდაჭერა გაუწიოს საზოგადოებისთვის აქტუალურ საკითხებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი