ეკონომიკა

რის ყიდვას შეძლებთ “შავ პარასკევს” – წლის ყველაზე დიდ ფასდაკლებაზე

28 ნოემბერი, 2014 • 3292
რის ყიდვას შეძლებთ “შავ პარასკევს” – წლის ყველაზე დიდ ფასდაკლებაზე

ინტერნეტმაღაზიამ www.amazon.com უკვე ერთი კვირაა, რაც ფასდაკლებები შესთავაზა მყიდველებს. Amazon-ი მომხმარებლებს 20, 30, 40 და 50%-იან ფასდაკლებებს სთავაზობს. საქართველოში მცხოვრებ მყიდველებს სხვადასხვა გადამზიდი კომპანიის საშუალებით შეუძლიათ ჩაერთონ ონლაინვაჭრობაში.

მაგალითად, $ 99.99 ღირებულების Fire HD 6 ტაბლეტი $79 ღირს, ხოლო Amazon Fire Phone-ის ფასმა, რომელიც $449 ღირდა, $250-ით დაიკლო და მისი ბასი აქციის პერიოდში არის $199.

ხოლო მათ, ვისაც ინტერნეტით ვაჭრობას გირჩევნიათ, რომ თავად შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი ნივთი, “შავი პარასკევის” ფასდაკლება თბილისის ფასებზე აისახა, რადგან აქციაში თბილისში მდებარე მაღაზიებიც ჩაერთვნენ.

ტექნიკის სახლი ok მყიდველებს 50%-მდე ფასდაკლებას სთავაზობს. მაგალითად, ACER E1-771G-53236G1TMNII ნოუთბუქს 1499 ლარის ნაცვლად 750 ლარად აფასებს, ხოლო 1250 ლარის ღირებულების Samsung-ის ფირმის ტელეფონი 650 ლარად იყიდება.

“შავი პარასკევის” ფასდაკლებებს შეუერთდა swoop.ge, რომელიც 10%-იან ფასდაკლებას გვთავაზობს 5-დან 150 ლარამდე ღირებულების საქონელზე.

ABC News-მა მკითხველებს იმ ინტერნეტმაღაზიების ჩამონათვალი შესთავაზა, რომლებიც მკითხველებს ფასდაკლებებს სთავაზობენ.

ამაზონის გარდა ამ ჩამონათვალში მოხვდა Barnes & Noble, რომლის ონლაინ მაღაზიაში საგანმანათლებლო თამაშებზე, სათამაშოებსა და წიგნებზე ფასდაკლება მოქმედებს. ერთის შეძენის შემთხვევაში მეორე შენაძენზე მომხმარებლები იღებენ 50%-იან ფასდაკლებას.

წიგნის გამყიდველები ამბობენ, რომ Barnes & Noble მომხმარებლებს სთავაზობენ მრავალფეროვან არჩევანს- 100-მდე ცნობილი ავტორის 500 ათასამდე გამოცემას.

Best Buy მომხმარებლებს სთავაზობს ფასდაკლებას სმარტფონებზე, ტაბლებტებზე, კომპიუტერებსა და სხვა პროდუქციაზე.

BJ’s, რომელიც საოჯახო და ელექტროტექნიკას, ტანსაცმელს, ავეჯს, სპორტის აღჭურვილობას, საიუველირო ნაწარმს ყიდის, ფასდაკლებების რეჟიმი კვირამდე გრძელდება.

მაგალითად, $749.99 ღირებულების Canon EOS Rebel T5 18MP 3” LCD Digital DSLR ფოტოაპარატი $400-ად იყიდება.

Costco-ს მაღაზიაში iPad air-ის ყიდვის შემთხვევაში 40 აშშ დოლარის ღირებულების სასაჩუქრე ბარათს მიიღებთ. მაღაზიას მხოლოდ ონლაინ მყიდველებისთვის განკუთვილი ფასდაკლებაც აქვს.

თუმცა “შავი პარასკევი” ყველასთვის საზეიმო დღე არაა. BBC-ს ცნობით, აშშ-ში მშრომელთა რამდენიმე გაერთიანება და “უოლმარტის” თანამშრომლები აქციებს გეგმავენ სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით.

Fundivo-ს ვარაუდით, “შავი პარასკევის” ფორმატში გამართულ ვაჭრობაში 2014 წელს 147 მილიონი ადამიანი ჩაერთვება. Fundivo-ს ცნობით, მყიდველებმა აშშ-ში 2013 წელს 54 მილიონი დოლარი დახარჯეს. გასულ წელს გაყიდულ პროდუქციას შორის ჭარბობდა დესკტოპები (78%), ტაბლეტები (14,4%) და მობილურები (7.2%).

“შავი პარასკევი” მადლიერების დღეს მოსდევს, რომელიც ყოველწლიურად ნოემბრის მეოთხე ხუთშაბათს აღინიშნება. მადლიერების დღეს ძირითადად ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში, გაერთიანებულ სამეფოში აღნიშნავენ.

BBC-ს ცნობით, შავი პარასკევი მას შემდეგ ეწოდა, რაც პოლიციელმა ეს სიტყვები უწოდა მყიდველებით გადაჭედილ ქუჩებში შექმნილ საცობებს. მართალია, გამყიდველებმა სცადეს შავი პარასკევის ნაცვლად დიდი პარასკევი დაერქმიათ, რადგან არ იყვნენ კმაყოფილი იმით, რომ საყოველთაო ვაჭრობის დღეს უწოდეს სახელი, რომელიც უარყოფით მნიშვნელობას ატარებდა, მაგრამ ეს დღე მაინც შავი პარასკევის სახელწოდებით დარჩა.

“შავი პარასკევის” წინამორბედად მიიჩნევა 1924 წელს აშშ-ში სუპერმარკეტ Mercy-ს მიერ მოწყობილი “Mercy-ს მადლიერების დღე”, რომელიც მადლიერების დღესასწაულის რიტუალის ნაწილად გადაიქცა. “Mercy-ს მადლიერების დღის” ინსპირაცია კანადაში გამართული „სანტა კლაუსის ზეიმი“ იყო, რომელიც მაღაზიათა ქსელმა Eaton’s-მა პირველად 1905 წლის 2 დეკემბერს მოაწყო.

BBC-ის ნფორმაციით, ზეიმის ბოლოს ჩნდებოდა სანტა კლაუსი, რომელიც  ზეიმის მონაწილეებს ახალი წლის მოახლოებას მიანიშნებდა და საჩუქრებზე ზუნვას ახსენებდა, რითიც მყიდველებს თავისი მაღაზიისკენ იზიდავდა.

Target Store-ის მომხმარებლები ხუთშაბათ ღამეს ყიდულობენ ფასდაკლებულ პროდუქციას ვილინგში, აშშ. © EPA, 27.11.2014
Target Store-ის მომხმარებლები ხუთშაბათ ღამეს ყიდულობენ ფასდაკლებულ პროდუქციას ვილინგში, აშშ. © EPA, 27.11.2014

მასალების გადაბეჭდვის წესი