ახალი ამბები

ბესელიას კანონპროექტის წინააღმდეგ “ქართული ოცნებიდან” ხმა მხოლოდ კორძაიამ მისცა

27 ნოემბერი, 2014 • • 989
ბესელიას კანონპროექტის წინააღმდეგ “ქართული ოცნებიდან” ხმა მხოლოდ კორძაიამ მისცა

ხმალაძის კანონპროექტს მხარი დაუჭირეს საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციის, რესპუბლიკელების წევრებმა, ასევე თავისუფალმა დემოკრატებმა, ნაციონალურმა მოძრაობამ და დამოუკიდებელმა დეპუტატმა მურმან დუმბაძემ.

 

თამარ კორძაიმ ფოფხაძე-ბესელია-სესიაშვილი კანონპროექტების წინააღმდეგ მისცა ხმა, ელისო ჩაფიძემ თავი შეიკავა, ხოლო ივანე კიღურაძემ მხარი ამ საკანონმდებლო ინიციატივასაც დაუჭირა და ვახტანგ ხმალაძის პროექტსაც. რაც შეეხება რესპუბლიკელებს, მათ ფოფხაძე-ბესელია-სესიაშვილის კანონპროექტების წინააღმდეგ მისცეს ხმა, გარდა დავით უსუფაშვილისა, რომელმაც პროცესში მონაწილეობა არ მიიღო.


 

საქართველოს პარლამენტმა ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტების პაკეტი, რომელიც ფარული მიყურადების რეგულირებას ეხება, პირველი მოსმენით მიიღო, ხოლო ვახტანგ ხმალაძის საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო.

 

 ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის პროექტს მხარი 75-მა დეპუტატმა დაუჭირა 58-ის წინააღმდეგ, ხოლო ხმალაძის კანონპროექტს მხოლოდ 61-მა დეპუტატმა, მაშინ, როდესაც კენჭისყრაში 135 პარლამენტარი მონაწილეობდა.

 

კენჭისყრისას რეგისტრაცია არ გაიარა 15-მა დეპუტატმა. იმ შემთხვევაში, თუ ისინი კენჭისყრაში მონაიწლეობას მიიღებდნენ და ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილი პროექტს მხარს არ დაუჭერდნენ, კანონპროექტი ვერ გავიდოდა, რადგან უმრავლესობას 76 ხმა დასჭირდებოდა.

 

თუ რას ითვალისწინებს ეს ორი ურთიერთსაპირისპირო საკანონმდებლო ინიციატივა და რა შენიშვნები არსებობს ამ საკითხებთან დაკავშირებით, შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

 

 

 

 

 


მასალების გადაბეჭდვის წესი